მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მესამე ბრძოლისთვის მზადაა — ქართველი ქამრის დაბრუნებას ეცდება!
ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, UFC 333-ის ღონისძიებაზე რუს პიოტრ იანს დაუპირისპირდება. ბრძოლაში UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი იქნება გათამაშებული.
მეტოქეები ერთმანეთს მესამედ შეხვდებიან. 2023 წელს გამარჯვება მერაბს დარჩა, 2025 წლის დეკემბერში კი პიოტრ იანმა რევანში აიღო და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
ახლა დვალიშვილს შესაძლებლობა აქვს, დაკარგული ტიტული დაიბრუნოს და მეტოქესთან დაპირისპირებაში ანგარიში გაათანაბროს. ქართველი მებრძოლი გამარჯვებისთვის ემზადება, იანმა კი ტიტულის შენარჩუნება დაისახა მიზნად.
ლაივი ნახე ამ ლინკზე .