გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულისგან მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ხასიათის ფოტო და ვიდეომასალა ყალბი ფეისბუქის გვერდის გამოყენებით მოიპოვეს, შემდეგ კი დაზარალებულისთვის პატივის და ღირსების შელახვის მიზნით აღნიშნული ფოტო და ვიდეომასალა უკანონოდ გაავრცელეს და დაზარალებულის ოჯახის წევრებს და ნაცნობებს გაუგზავნეს. შედეგად დაზარალებული მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.„გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით და სასტიკი მოპყრობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება სოციალური ქსელის მეშვეობით) წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ინტიმური მასალის გავრცელების შემდეგ პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – ბრალდებულებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ
wpadmin
•
•
კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90
მსგავსი სტატიები
კრიმინალი
“სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, იქამდე კი ოთხში ბუნებრივი აირი გაუშვა.
October 25, 2026
კრიმინალი
Tik-Tok-ში დაგეგმილი პაემანი მკვლელობით დასრულდა – რა მოხდა თბილისის ცენტრში‼
October 24, 2026
კრიმინალი
🔴 სკოლაში შესაძლო ძალადობის მომზადების ბრალდებით 14 წლის ორი მოზარდი დააკავეს — რა ამოიღეს ჩხრეკისას?
October 24, 2026
კრიმინალი
⭕ გარდაბნიდან პოლონეთამდე – მივყვებით გახმაურებული მკვლელობების ქართულ კვალს. მხოლოდ პუტინის კრიტიკოსის მკვლელობა თუ შეკვეთილ მკვლელობებზე მომუშავე ქსელი?
October 23, 2026