⭕ 2020-21: რატომ ედავებოდნენ ყიფიანს უკრაინიდან ფეიქრიშვილების “აფეთქებით მკვლელობის მომზადებას” და როგორ დასრულდა ეს საქმე?
⭕ დაპირისპირების რა დეტალებზე საუბრობდა მედია, რა არის ფაქტი და რა – დაუდგენელი?
⭕ ამჟამად ვატო ყიფიანი და ძმები ფეიქრიშვილები ერთ ციხეში არიან – – ვრცლად წაიკითხე წაიკითხე კომენტარში, ბმულზე 👇
დავით ფეიქრიშვილს ვატო ყიფიანი ჯერ საკანში შეუსახლეს, შემდეგ კი ყიფიანმა და მისმა გარემოცვამ პატიმარს სცემეს – ამბობს ფეიქრიშვილის ადვოკატი. ამას კატეგორიულად უარყოფენ პენიტენციური სამსახურიც და თავად ვატო ყიფიანიც.ამ სტატიაში რადიო თავისუფლება მოკლედ შეაჯამებს მრავალწლიან ცნობებს სახელმწიფოს მიერ „კრიმინალურ სამყაროს“ წარმომადგენლებად მიჩნეულ ცნობილ სახელებს შორის სავარაუდო ომებსა და გადაკვეთის წერტილებზე.რა ვიცით 40 წლის „ტყუპების“ დაპირისპირების ისტორიაზე 47 წლის ვატო ყიფიანთან?
2010: „მაზავშიკების საქმე“მედიამ ყიფიანისა და ფეიქრიშვილების გზების გადაკვეთაზე პირველად 2010 წელს შეიტყო, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების საფუძველზე – როგორც „ჟარგონზე“ უწოდებენ, „მაზავშიკების“ საქმესთან დაკავშირებით.თუმცა შსს-ს მშრალი ცნობა მაინცდამაინც მწვავე დაპირისპირებაზე არ მიუთითებდა. საქმის გარემოებები ასეთი იყო:„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას, 2010 წლის 8 ივლისს, თბილისში ერთად დააკავეს სამი ადამიანი. ესენი იყვნენ:ცნობილი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი დემეტრაძე, მისი მეგობარი დავით გაგნიძე და ყოფილი პოლიციელი კახა მისირელი;ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს მათს მეგობარს, ვატო ყიფიანსაც – რომელიც იმხანად, სატელეფონო ჩანაწერის თანახმად, კიევში იყო;მაშინ დააკავეს დავით ფეიქრიშვილიც;მათ ბრალად წარუდგინეს „ქურდული სამყაროს წევრობა“, – რომელსაც სასტიკ ბრძოლას უცხადებდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება.
ბრალდების ვერსიით, დავით ფეიქრიშვილმა, – რომელიც ფეხბურთში 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე რეგულარულად დებდა „უკანონო ფსონებს“ – სლენგზე, „მაზებს“, – ამ გზით $140 000 მოიგო, თუმცა თანხის „ამოღებას“ ვერ ახერხებდა; ამაზე უამბო დემეტრაძეს, დემეტრაძემ – ყიფიანს, რომელიც ფეიქრიშვილს დაუკავშირდაო.2011 წელს, განაჩენის გამოცხადებისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური ამბობდა:„თანხების „ამოღებასა და გადანაწილებაში მოგებულებს ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი ეხმარებოდნენ, ხოლო დაბრუნებული ფულის ნაწილი, „ქურდულ ობშიაკში“ იყრიდა თავს“.„საჩუქარს ვერ გაგვიკეთებ?“ – სატელეფონო საუბარიშსს-ს არქივი, – ასევე, „იუტუბი“ – ინახავს ამ საქმის გახმაურებისას გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერს, სავარაუდოდ, ვატო ყიფიანსა და დავით ფეიქრიშვილს შორის. ამ ჩანაწერში ფეიქრიშვილი ყიფიანს ეკითხება, რატომ ესაუბრება ვინმე კვიჟინაძეს „ფულთან დაკავშირებით“.ფეიქრიშვილი ამბობს, რომ კვიჟინაძემ თავად უთხრა, „თანხას გადაგიხდიო“, თუმცა ყიფიანი უპასუხებს, რომ ამ ფულზე კვიჟინაძეს „არაფერი უნდა უთხრას“: „მაგ ფულზე ვერაფერს ვერ ეტყვი… ერთი მაგ ფულის გულისთვის ვინმემ რამე უთხრას, მე მოვუ**ნავ მაგას დედის მუ***ს“!შემდეგ ყიფიანი ფეიქრიშვილს მიმართავს: „მე და გურამას რამე საჩუქარს არ გაგვიკეთებ?.. აი, მაგ ფულიდან რამე საჩუქარს ვერ გამოხვალთ“?
იქვე ყიფიანი ფეიქრიშვილს ეკითხება: „მომისმინე, დავით, შენ ნაჯდომი ხარ“? შემდეგ კი ციხეში „პროცენტის“ სტანდარტული განაკვეთის შესახებ ესაუბრება. „რომ იცოდე, ძმაკაცურად გეუბნები, „ვაბშე“, არის 20%“. ამაზე ფეიქრიშვილი უპასუხებს, რომ ეს წესები აღარ არსებობს.მეორე ჩანაწერში ყიფიანი ამბობს: „აქ [კიევში] მე ვის „ბაითშიც“ ვარ, ხო იცი. ნახე, თუ გინდა“…„ო, ო, ო, ო“, – უპასუხებს ფეიქრიშვილი.ყიფიანის მაშინდელი ადვოკატი გიგი ზირაქიშვილი ამბობდა: „დემეტრაძე იმიტომ დასაჯეს, რომ კიევში მის ბინაში ვატო ყიფიანი ცხოვრობს“.როგორ დასრულდა პროცესი?
საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 23 მარტს დემეტრაძეს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დავით ფეიქრიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და 2 წელი მოუწია ციხეში ყოფნამ.განსხვავებულად განვითარდა პროცესი ყიფიანის წინააღმდეგ. როგორც 2026 წლის 20 ოქტომბერს ადვოკატმა მარინა ფხალაძემ, – რომელიც ვატო ყიფიანის ინტერესებს მრავალი წელია, იცავს, – რადიო თავისუფლებას უთხრა:„ვატო ყიფიანის, როგორც ძებნილის წინააღმდეგ, საქმე გამოიყო;მის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით მივიდა დავით ფეიქრიშვილი და სასამართლო პროცესზე თქვა, რომ „რაღაცა საქმის გარჩევა, ფულების „შეგროვება“ და „თანხების ამოღება“ არ ყოფილა;ამ საქმეზე საბოლოო ჯამში ვატო ყიფიანი გაამართლეს“. დაუზუსტებელია, კონკრეტულად როდის, თუმცა ეს მოხდა 2011 წლის შემდეგ.რაც შეეხება დემეტრაძეს, – რომელიც ახლად დაფუძნებული „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძის მეგობარი იყო, – მან საპატიმრო ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ვადაზე ადრე დატოვა პოლიტპატიმრის სტატუსით.2020: ფეიქრიშვილის „მკვლელობის შეკვეთის“ ბრალი2020 წლის 30 იანვარს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ მისმა კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში ორი ადამიანის „აფეთქებით მკვლელობის გეგმა“ აღკვეთეს.თბილისსა და ბათუმში დააკავეს საქართველოს ექვსი, ხოლო ხარკოვში – უკრაინის ერთი მოქალაქე. სუსმა მაშინდელ ცნობაში სამიზნეთა მხოლოდ ინიციალები დაასახელა: დ.ფ და გ.ფ.იმავე დღეს გაირკვა, რომ სამიზნეები ტყუპი ძმები ფეიქრიშვილები იყვნენ.
პროკურორმა გიორგი კავსაძემ იმ დღესვე განაცხადა: „ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის შეკვეთით არის დამზადებული“.უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ ყიფიანი, – რომელიც „კანონიერ ქურდად“ მოიხსენია, – მომდევნო წელს, 2021 წლის 25 ივნისს გააძევა სამშობლოში.ძალით დაბრუნებული ყიფიანი თბილისის აეროპორტში დააკავეს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით – სწორედ ფეიქრიშვილების ამბავზე. სავარაუდო მოტივი გამოკვეთილი არ ყოფილა.ვატო ყიფიანი ამბობდა, რომ ამ ამბავთან არაფერი ჰქონია საერთო. დეპორტაციის მომდევნო დღეს, 26 ივნისს სასამართლოს უთხრა: „[აეროპორტში პოლიციელებმა] მითხრეს, რომ ამ ეტაპზე ჩემი ყოფნა საქართველოში არ იყო სასურველი, მაგრამ არსად არ წავედი, საქართველოში დავრჩი“.
ყიფიანი ისევ გაამართლესახლა ყიფიანის ადვოკატი მარინა ფხალაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ყიფიანი ამ საქმეშიც გაამართლეს:2021 წლის 26 ივნისიდან ვატო ყიფიანი 9 თვის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში, – რაც აღკვეთის ღონისძიების სახით ჰქონდა შეფარდებული;„ამ ცხრა თვის განმავლობაში ვერ მოხერხდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა“;„შესაბამისად, ცხრა თვიანი ვადის გასვლის შემდეგ იგი გაათავისუფლეს“;