მალე დავბრუნდები!✊🇬🇪
წერს ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში.
ძიუდოისტმა ფეხზე ტრავმა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ბაქოში გამართულ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, საფრანგეთის ნაკრების ძიუდოისტ ალექსა მიტროვიჩთან პირველი შეხვედრის დროს მიიღო.
ტკივილის გამო, შეჯიბრის დასრულების შემდეგ, მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა.
მიუხედავად ტრავმისა, ლაშა ბექაური საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ კვლავ გავიდა ტატამზე და საქართველოს ნაკრებს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.