თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი, ნიკოლოზ სადაღაშვილი გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას, სოციალურ ქსელში, მისი ახლობლები ავრცელებენ.
“ძალიან გული დამწყდა. უფალმა ნათელში გამყოფოს, მშვიდად განისვენე,” “დააკლდი ჩვენს ახალგაზრდებს… ჩვენი უბნის ომახიანო და ხალისიანო ბიჭო, ნათელი შენს სულს,”- წერენ ახლობლები.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი სუიციდია.
მამაკაცს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.