თბილისში, ახალგაზრდა ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ახლობლები ქალს ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.
“ჩემო სიკეთით სავსე გოგო, გულიანო, თბილო, ალალო… ასე არ უნდა დამთავრებულიყო შენი სიცოცხლე ნაადრევად. ვერ ვიჯერებ, რომ აღარ ხარ”- წერენ ახლობლები.
მათივე ინფორმაციით, ქალმა საღამოს დაიძინა, დილით კი, საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვეს. მას ერთი, მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
თანაგრძნობას ვუცხადებთ არინას ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს.