ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

TikTok-ზე ახალი, სახიფათო ტრენდი გახდა პოპულარული, რის გამოც ათობით ბავშვმა სახისა და გულ-მკერდის არეში მძიმე დამწვრობა მიიღო – ექსპერტები მშობლებს აფრთხილებენ

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

TikTok-ზე ახა­ლი სა­ხი­ფა­თო ტრენ­დი ვრცელ­დე­ბა – რო­გორც და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, ბავ­შვე­ბი მიკ­რო­ტალ­ღურ ღუ­მელ­ში ან­ტის­ტრეს სა­თა­მა­შო­ებს (სქუ­ი­ში) აცხე­ლე­ბენ, რის შემ­დე­გაც რე­ზი­ნის სა­თა­მაშ ფეთ­ქდე­ბა და ბავ­შვე­ბი მძი­მე დამ­წვრო­ბებს იღე­ბენ.

ტრენ­დი იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლია, რომ კლი­ნი­კებ­ში უკვე ათო­ბით დამ­წვა­რი მო­ზარ­დი და ბავ­შვია შეყ­ვა­ნი­ლი.

Daily Mail-ი ერთ-ერთი კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვვე­ის შე­სა­ხებ წერს. 9 წლის ბავ­შვმა სა­ხის არე­ში მძი­მე დამ­წვრო­ბა მი­ი­ღო მას შემ­დეგ, რაც “სქუ­ი­ში“ მიკ­რო­ტალ­ღურ ღუ­მელ­ში გა­ა­ცხე­ლა. 7 წლის ბავ­შვი კი მე­სა­მე ხა­რის­ხის დამ­წვრო­ბე­ბით კო­მა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა ონ­ლა­ინ სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ხი­ფა­თო ტრენ­დს. ისი­ნი მშობ­ლებს სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ და სთხო­ვენ აკონ­ტრო­ლონ, რა კონ­ტენტს უყუ­რე­ბენ მათი შვი­ლე­ბი.

ტრენ­დის მი­ხედ­ვით, მო­ზარ­დე­ბი მიკ­რო­ტალ­ღურ ღუ­მელ­ში დარ­ბი­ლე­ბის­თვის ე.წ. “ფხვი­ერ სა­თა­მა­შო­ებს“ ამ­ზა­დე­ბენ. თუმ­ცა, ეს სა­თა­მა­შო­ე­ბი შე­ი­ცავს გელს, რო­მე­ლიც ზედ­მე­ტად ცხელ­დე­ბა, ფეთ­ქდე­ბა და შემ­დეგ მწველ მა­სად იქ­ცე­ვა. ერ­თმა დე­დამ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი შვი­ლი შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვებ­მა ე.წ. “სქუ­ი­ში“(squishy) მიკ­რო­ტალ­ღურ ღუ­მელ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 30 წა­მით მო­ა­თავ­სეს. მა­სა­ლა გა­და­ხურ­და და მდუ­ღა­რე სი­თხედ გა­და­იქ­ცა, ცხე­ლი, წე­ბო­ვა­ნი მასა ბავ­შვებს სა­ხე­სა და გულ-მკერ­დის არე­ში ხვდე­ბა, რაც ძლი­ერ დამ­წვრო­ბას იწვვეს.

ტე­ნე­სის შტა­ტის ვან­დერ­ბილ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექიმ­მა უი­ლი­ამ შაფ­ნე­რიმ აღ­ნიშ­ნა, რომ ასე­თი სა­თა­მა­შო­ე­ბი გათ­ბო­ბის­თვის არ არის გან­კუთ­ვნი­ლი და მათი არას­წო­რი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გე­ბით დას­რულ­დეს.სა­თა­მა­შო­ე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია Schylling Toys მომ­ხმა­რე­ბელს აფრ­თხი­ლებს, რომ პრო­დუქ­ტის გა­ყინ­ვა ან გათ­ბო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია. ასე­ვე TikTok-ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ტენ­ტი, რო­მე­ლიც სა­ხი­ფა­თო ქცე­ვას უწყობს ხელს წე­სე­ბის დარ­ღვე­ვად ით­ვლე­ბა და პლატ­ფორ­მი­დან წა­იშ­ლე­ბა.

გაზიარება: