ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“მარჯვენა ხელი და ფეხი პარალიზებული აქვს, ვერც საუბრობს” – რას ჰყვება დედა, რომლის 11 წლის შვილსაც მე-10 სართულიდან ნასროლი სკამი დაეცა

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

11 წლის ვატო ნარ­სა­ვი­ძეს, რო­მელ­საც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობს, გუ­შინ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში კი­დევ ერთი რთუ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ბავ­შვს შუნ­ტი­რე­ბა დას­ჭირ­და. ექი­მე­ბი მის გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ. ყვე­ლას გვჯე­რა, რომ სი­ცო­ცხლით სავ­სე პა­ტა­რა ბიჭი ამ ურ­თუ­ლე­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვა, შვი­ლის თვა­ლებს შემ­ყუ­რე დე­დას მალე სიყ­ვა­რუ­ლით და­უ­ძა­ხებს დე­დას, მალე ჩა­ე­ხუ­ტე­ბა ჩვე­უ­ლი ღი­მი­ლით მშობ­ლებს, რომ­ლე­ბიც დღე და ღა­მეს კლი­ნი­კა­ში ატა­რე­ბენ და ლო­ცუ­ლო­ბენ შვი­ლის კარ­გად ყოფ­ნის­თვის.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად ახ­სოვს 31 აგ­ვის­ტოს თბი­ლის­ში, ბრო­წე­უ­ლის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი უმ­ძი­მე­სი ფაქ­ტი. ე.წ დევ­ნილ­თა კორ­პუ­სის მე­ა­თე სარ­თუ­ლი­დან 28 წლის და­ვით ბა­გაშ­ვი­ლის მიერ ნას­რო­ლი სკა­მი ეზო­ში მყოფ ბავ­შვს თავ­ზე და­ე­ცა. უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ვატო, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ურ­თუ­ლე­სი, 6-სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. 21 დღე ბავ­შვი ურ­თუ­ლეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იწვა.

დღეს მშობ­ლე­ბი იმის მო­ლო­დინ­ში არი­ან, თუ რო­დის ალა­პა­რაკ­დე­ბა მათი შვი­ლი, რო­დის აა­მოძ­რა­ვებს ბავ­შვი ხელ-ფეხს და რო­დის და­უბ­რუნ­დე­ბა ცნო­ბი­ე­რე­ბა. ლო­ცუ­ლო­ბენ, რომ ვა­ტომ კვლავ ჩვე­უ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბით და სიყ­ვა­რუ­ლით შეძ­ლოს ცხოვ­რე­ბა. დედა ამ­ბობს, მიკ­ვირს ამ პა­ტა­რა ასაკ­ში ჩემ­მა შვილ­მა ამ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის და­თეს­ვა სა­ი­დან მო­ას­წრო. ვატო ყვე­ლა უყ­ვარს და თვი­თო­ნაც გიჟ­დე­ბა თა­ვის კლა­სე­ლებ­ზე, გუნ­დე­ლებ­ზე და მე­გობ­რებ­ზე. ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და, ყვე­ლას­თვის ესი­ა­მოვ­ნე­ბი­ნა, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ე­ხა­რე­ბი­ნა. ის ძა­ლი­ან თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლეა ბი­ჭი­აო.

სი­ცო­ცხლით სავ­სე საღ­სა­ლა­მა­თი ბავ­შვის და ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა ერთ წუთ­ში შე­იც­ვა­ლა. ახლა ბავ­შვი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის იბ­რძვის. ეს და­ნა­შა­უ­ლი იმ დღეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის თვალ­წინ მოხ­და და ბრალ­დე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლად და­ა­კა­ვეს. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.ბრალ­დე­ბუ­ლი ახლა მო­სა­მარ­თლის ვერ­დიქტს და­ე­ლო­დე­ბა. ბავ­შვის ოჯა­ხი მის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას მო­ი­თხოვს.

ვა­ტოს დე­დას, თიკო ქან­თა­რი­ას კლი­ნი­კა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით და ვთხო­ვეთ შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე ესა­უბ­რა.- თიკო, პირ­ველ რიგ­ში გვი­თხა­რით, რო­გო­რია დღეს ვა­ტოს ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა?

ვა­ტოს და­უ­გეგ­მა­ვი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და, გუ­შინ გა­ვუ­კე­თეთ და შუნ­ტი ჩა­უდ­გეს თავ­ში, რად­გან დაგ­როვ­და სი­თხე, რო­მე­ლიც არ გა­ი­წო­ვა ორ­გა­ნიზ­მმა. ვერ შეძ­ლო გა­წო­ვა, სი­თხე გროვ­დე­ბო­და, რას არ ეცად­ნენ ექი­მე­ბი, რომ დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბუ­ლი­ყო მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ ვერ მო­ა­ხერ­ხეს, ამი­ტომ სას­წრა­ფოდ გა­უ­კეთ­და კი­დევ ერთი ოპე­რა­ცია. 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვით რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში, ახლა ჩა­მო­ვე­დით პა­ლა­ტა­ში.

შემ­დგომ­ში კი­დევ ერთი, მე­სა­მე ოპე­რა­ცია გვე­ლო­დე­ბა, თა­ვის ქალა უნდა და­ხუ­რონ. ახლა თავ­ზე დას­ჭირ­და შუნ­ტი. ამ ოპე­რა­ცი­ამ ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ი­ა­რა, იმ­ყო­ფე­ბა ექი­მე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ. ჯერ­ჯე­რო­ბით ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მის ფარ­გლებ­შია, მაგ­რამ რო­გორც ექიმ­მა გვი­თხრა, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი გარ­თუ­ლე­ბა მოყ­ვეს. ჯერ მე­ო­რე დღეა და წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გვე­უბ­ნე­ბი­ან. დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ არის ბავ­შვი, იმი­ტომ რომ უცხო სხე­უ­ლია ორ­გა­ნიზ­მში შე­ტა­ნი­ლი და რო­გორ აით­ვი­სებს მისი ორ­გა­ნიზ­მი, ამას აკ­ვირ­დე­ბი­ან.- ბავ­შვი კონ­ტაქ­ტუ­რია?

აზ­რი­ა­ნი გა­მო­ხედ­ვა აქვს, ჯერ­ჯე­რო­ბით ვატო ვერ ლა­პა­რა­კობს, ჯერ მე­ტყვე­ლე­ბა­ზე ნა­ად­რე­ვია სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ თვა­ლე­ბი აქვს გა­ხე­ლი­ლი, აშ­კა­რად თვა­ლე­ბით გვე­სა­უბ­რე­ბა, თა­ვის რე­აქ­ცი­ებს გა­მო­ხა­ტავს, სი­ხა­რულს, ემო­ცი­ას, უბ­რა­ლოდ ყვე­ლაფ­რის აღ­ქმა არ შე­უძ­ლია, არ არის ჯერ ბო­ლომ­დე კონ­ტაქ­ტუ­რი, ზონ­დის მეშ­ვე­ო­ბით იკ­ვე­ბე­ბა. ეს არის ძა­ლი­ან დიდი პროგ­რე­სი, ექი­მი ყვე­ლა­ნა­ი­რად კმა­ყო­ფი­ლია, მივ­დი­ვართ წინ, მაგ­რამ დაგ­ვჭირ­დე­ბა საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

ღმერ­თის წყა­ლო­ბით ვართ კარ­გი შე­დე­გის მო­ლო­დინ­ში. ნელ-ნელა, დრო გვჭირ­დე­ბა, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­დეს. ექიმ­მა გვი­თხრა ამ ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ უფრო იქ­ნე­ბა პროგ­რე­სიო, უფრო აა­მოძ­რა­ვებს ხელს და ფეხ­სო. ვა­ტოს მარ­ჯვე­ნა ხელი და ფეხი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი აქვს, ვერ ამოძ­რა­ვებს. ვერც გვე­კონ­ტაქ­ტე­ბა, ვერც სა­უბ­რობს. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, ვართ იმის მო­ლო­დინ­ში რა მდგო­მა­რე­ო­ბა ექ­ნე­ბა, რო­გორ და­ი­წყებს თუნ­დაც მე­ტყვე­ლე­ბას, თუნ­დაც მოძ­რა­ო­ბას, ყვე­ლა­ფერს აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. ექიმ­თან ერ­თად ჩვენც ვაკ­ვირ­დე­ბით ყვე­ლა­ფერს, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით.

არ ვიცი რა მაძ­ლევს ძა­ლას, ყო­ველ­დღე იმა­ზე ვფიქ­რობ, რომ ჩემი შვი­ლი დად­გე­ბა ფეხ­ზე, ალ­ბათ ეს ფიქ­რე­ბიც მაძ­ლევს ძა­ლას. მე და ჩემი მე­უღ­ლე შე­მო­ვუ­ძა­ხებთ ხოლ­მე ჩვენ თავს, უნდა გა­ვუძ­ლოთ, სხვა გზა არ გვაქვს, ჩემი შვი­ლის პატ­რო­ნი მეტი არა­ვინ არის. ეს მაძ­ლევს ძა­ლას, რომ ჩემს შვილს ვჭირ­დე­ბი და არ მაქვს ახლა იმი­სი დრო, რომ და­ვე­ცე და ვიქ­ვი­თი­ნო, ცუდ რა­მე­ზე ვი­ფიქ­რო. სულ პო­ზი­ტივ­ზე ვფიქ­რობ. რომ მალე კარ­გად იქ­ნე­ბა. მე მჯე­რა ში­ნა­გა­ნად, რომ ჩემი შვი­ლი კარ­გად იქ­ნე­ბა. ღვთის წყა­ლო­ბის და რა­ღაც სას­წა­უ­ლის მჯე­რა. მჯე­რა, რომ ჩემი შვი­ლი ისევ გა­ივ­ლის, ისევ ითა­მა­შებს თა­ვის საყ­ვა­რელ ფეხ­ბურთს, ისევ ისე­თი ვატო მე­ყო­ლე­ბა, რო­გო­რიც ადრე მყავ­და, სხარ­ტი, ცო­ცხა­ლი, სი­ცო­ცხლით და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე, ამი­სი ძა­ლი­ან მჯე­რა. როცა ამას ვამ­ბობ, რა­ღაც სას­წა­უ­ლი ძალა მაქვს ამ დროს, ვერ წარ­მო­იდ­გენთ რო­გო­რი ძალა მე­უფ­ლე­ბა ამ დროს, სი­ტყვე­ბით ვერ ვამ­ბობ.

მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს. ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა, ვინც ჩემი შვი­ლის­თვის თუნ­დაც ერთი სან­თე­ლი და­ან­თო, ვინც ეს ამ­ბა­ვი გულ­თან მი­ი­ტა­ნა, ვინც გა­ი­ზი­ა­რა სი­ტყვი­ე­რად, მო­რა­ლუ­რად, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად, ყვე­ლა­ნა­ი­რად, ვინც დაგ­ვიდ­გა გვერ­დში, ღმერ­თმა და­ლო­ცოს ყვე­ლა და ყვე­ლას უღ­რმე­სი მად­ლო­ბა. ენით აღუ­წე­რე­ლი მად­ლო­ბა. ამ ხალ­ხის გვერ­დში დგო­მა ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა და გვეხ­მა­რე­ბა დღემ­დე.

არა­ვის არ გა­ევ­ლოს ეს გზა, რა­საც ახლა ჩვენ გავ­დი­ვართ, არც ერთ დე­დას. ყვე­ლას გვყავ­დეს შვი­ლი ჯან­მრთე­ლი და ბედ­ნი­ე­რი. ჩემი ბედ­ნი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი შვი­ლის ცხოვ­რე­ბა ერთ წუთ­ში შეც­ვა­ლა დამ­ნა­შა­ვემ.- იქ­ნებ გვი­ამ­ბოთ იმ დღეს მომ­ხდა­რი ფაქ­ტის დე­ტა­ლე­ბი

– 31 აგ­ვის­ტო იყო, შე­მო­ვი­და ბავ­შვი სახ­ლში, ვარ­ჯიშ­ზე იყო, ფეხ­ბურთზე და­დი­ო­და. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად წა­ვი­და ვარ­ჯიშ­ზე და 8 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, რომ მო­ვი­და სახ­ლში. ჭამა საჭ­მე­ლი და სტა­დი­ონ­ზე გა­ვი­და, იქვე გვერ­დით გვაქვს სტა­დი­ო­ნი და მე­გობ­რებ­თან ერ­თად უნდა ეთა­მა­შა. სახ­ლი­დან ეზო­ში ჩა­ვი­და გა­ვი­და, 15 წუ­თიც არ იყო გა­სუ­ლი, ვა­ტოს მე­გო­ბა­რი ბავ­შვი რომ შე­მო­ვარ­და სახ­ლში, თიკო დე­ი­და, ვა­ტოს თავ­ზე სკა­მი და­ე­ცა და ეზო­ში არის, სის­ხლის გუ­ბე­ში ცუ­რავ­სო. რომ გა­ვე­დი თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი, მარ­თლა სა­ში­ნე­ლე­ბა ვნა­ხე, ამ გან­ცდე­ბის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ახ­ლოს არ მიგ­ვა­კა­რეს პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ჩემს შვილ­თან, რომ­ლე­ბიც იქ იდ­გნენ და უყუ­რებ­დნენ ამას. სას­წრა­ფოს ელო­დე­ბოდ­ნენ. აქვე იმა­საც გე­ტყვით, რომ იმ სა­ზი­ზღარ­მა დამ­ნა­შა­ვემ, იმ დი­ლით თურ­მე სახ­ლში მოკ­ლა თა­ვი­სი ძაღ­ლი, დანა ხუთ­ჯერ და­ურ­ტყამს, ყელი გა­მო­უჭ­რია და გად­მო­უგ­დია მოკ­ლუ­ლი ძაღ­ლი მე­ა­თე სარ­თუ­ლი­დან. სამ­წუ­ხა­როდ ამა­ზე არ ჰქონ­და არა­ვის მა­შინ­ვე რე­ა­გი­რე­ბა, მა­შინ რომ და­ე­ჭი­რათ, რომ და­ე­რე­კათ პატ­რუ­ლის­თვის, 112-ში და­რეკ­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვა რომ ჰქო­ნო­და ვინ­მეს, ამ ამ­ბავს 100 პრო­ცენ­ტით ავ­ცდე­ბო­დით. მაგ­რამ ეს არ მოხ­და. მას “აჩ­ქის” ეძახ­დნენ მე­ზობ­ლე­ბი.

სა­ნამ ეზო­ში ჩა­ვი­დოდ­ნენ, ბავ­შვი შე­მო­ვი­და და თქვა, აჩ­ქის ძაღ­ლი მო­უკ­ლავ­სო, ფეხ­ბურ­თი­დან იმ დროს მო­ვი­და ჩემი შვი­ლი და ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ი­გო, გა­უკ­ვირ­და, რო­გორ არა­ვინ არ უთხრა არა­ფე­რი, რამ­ხე­ლა რა­ღაც და­უ­შა­ვე­ბი­აო და მერე გა­ვი­და ეზო­ში ბავ­შვებ­თან სა­თა­მა­შოდ. დე­და­მისს შვილ­ზე მე­ტად უყ­ვარ­და ეს ძაღ­ლი, სულ ამ ძაღლს ელო­ლი­ა­ვე­ბო­და, სამ­სა­ხუ­რი­დან რომ მო­ვი­დო­და მა­შინ­ვე ეზო­ში გაჰ­ყავ­და,

სახ­ლში რომ მო­ვი­და დე­და­მი­სი და ეტყო­ბა შე­ი­ტყო ძაღ­ლი რომ ჰყავ­და მოკ­ლუ­ლი, ალ­ბათ ამის გამო იჩხუ­ბეს, იკა­მა­თა დედა-შვილ­მა და შვილ­მა რომ გა­ი­წია დე­დის­კენ, ამ დროს ამ ქალ­მა პატ­რულს გა­მო­უ­ძა­ხა. თვი­თონ ოთახ­ში კა­რე­ბი ჩა­კე­ტა და ჩა­ი­კე­ტა, ეს გიჟი და­ტო­ვა გა­რეთ. რომ მო­ვი­და პატ­რუ­ლის მან­ქა­ნე­ბი ეზო­ში, ამას და­უ­ნა­ხავს ეზო­ში პატ­რუ­ლი და გაბ­რა­ზე­ბულს უს­ვრია მე-10ე სარ­თუ­ლი­დან სკა­მი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ეს­რო­ლა ეს სკა­მი პატ­რულს და პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლის­თვის ნას­რო­ლი სკა­მი ჩემს შვილს და­ე­ცა თავ­ზე, პირ­და­პირ ქუ­დი­ვით წა­მო­ე­გო თავ­ზე.

ამ ფაქტს ჰყავს თვითმხილ­ვე­ლე­ბი, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც, მე­ზობ­ლე­ბიც, ის ბავ­შვიც, რო­მე­ლიც ჩემს შვილ­თან ერ­თად იყო იქ… მერე იყო გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჩვენ­თან მო­სუ­ლი და გა­ვი­გეთ რომ დამ­ნა­შა­ვე იყო 28 წლის და­ვით ბა­გაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მეტ­სა­ხე­ლად “აჩ­ქის” ეძა­ხი­ან და ცხოვ­რობს ჩვენ­თან, მე­ა­თე სარ­თულ­ზე.- დამ­ნა­შა­ვეს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს?

ეს ცრუ ინ­ფორ­მა­ცია არ ვიცი ვინ გა­ავ­რცე­ლა. არა­ნა­ი­რი გიჟი ის არ არის. სი­ფხიზ­ლე­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ ნარ­კო­ტიკს იღებ­და, თან სვამ­და, ნარ­კო­ტი­კი რომ არ ჰქონ­და, ეძა­ლე­ბო­და სას­მელს და თრო­ბის დროს არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ხდე­ბო­და. ალ­კოჰოლს რომ მი­ი­ღებ­და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მერე ისე­თი სა­ზი­ზღა­რი საქ­ცი­ე­ლი ჰქონ­და. ყო­ველ და­ლე­ვა­ზე არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი საქ­ცი­ე­ლი, სი­ფხიზ­ლე­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო, სიმ­თვრა­ლე­ში არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და სა­ში­ნე­ლი. ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი მას ნამ­დვი­ლად არ აქვს, არ ვიცი ეს ცრუ ინ­ფორ­მა­ცია ვინ გა­ავ­რცე­ლა, სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც აქვს ასე­თი პა­თო­ლო­გი­უ­რი სიმ­თვრა­ლე, არა­ნა­ი­რი ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა არ აქვს.

დაც­ვის პო­ლი­ცი­ა­ში ნა­მუ­შე­ვა­რია და ფსი­ქი­კუ­რად შეშ­ლილ ადა­მი­ანს დაც­ვის პო­ლი­ცი­ა­ში ვინ ამუ­შა­ვებ­და. სიმ­თვრა­ლე­ში იყო ასე­თი შა­რი­ა­ნი და ყო­ველ და­ლე­ვა­ზე ჰქონ­და კონ­ფლიქ­ტე­ბი, სხვებ­საც უშარ­დე­ბო­და. ოჯახ­ში არ ვიცი, რა­ღა­ცა სი­სუ­ლე­ლე­ებს აკე­თებ­და ქუ­ჩა­ში. ეს დამ­ნა­შა­ვე 3-ჯერ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის. ახ­ლაც ჰქონ­და პი­რო­ბი­თი, რომ და­ე­სა­ჯათ და ჩა­ეს­ვათ ცი­ხე­ში, ეს უბე­დუ­რე­ბა არ მოხ­დე­ბო­და.

მას შემ­დეგ რაც გად­მო­აგ­დო სკა­მი მე­ა­თე სარ­თუ­ლი­დან და ეს ამ­ბა­ვი მოხ­და, თურ­მე მე­ზობ­ლის სახ­ლში შე­ვი­და და იქ კა­რა­და­ში და­ი­მა­ლა. მიხ­ვდა, რაც და­ა­შა­ვა. კა­რა­და­ში უპო­ვი­ათ და იქ და­ი­ჭი­რეს. გიჟი კა­რა­და­ში და­ი­მა­ლე­ბო­და? თა­ვის დაძ­ვრე­ნა­საც ცდი­ლობ­და დამ­ნა­შა­ვე. ჩემ­მა შვილ­მა რაც დღე­ე­ბი გა­მო­ი­ა­რა და რაც დღე­ე­ბი აქ გა­სავ­ლე­ლი, ამის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ვი­ღა­ცა პა­თო­ლო­გის, სა­ზი­ზღა­რი ადა­მი­ა­ნის სიმ­თვრა­ლის გამო სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი, სი­ცო­ცხლის სავ­სე, ფეხ­ბურ­თე­ლი ბავ­შვი, თა­ვი­სი ოც­ნე­ბე­ბი რომ ჰქონ­და, ბავ­შვს ყვე­ლა­ფე­რი და­უნ­გრია, მის­მა არა­ა­და­მი­ა­ნურ­მა საქ­ცი­ელ­მა. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­მიგ­დო ჩემი შვი­ლი, რო­მელ­საც ოც­ნე­ბად ჰქონ­და ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და ამის­თვის, და­უ­ზა­რებ­ლად ვარ­ჯი­შობ­და და ძა­ლი­ან მო­წა­დი­ნე­ბუ­ლი იყო, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ისე შრო­მობ­და, ისე თა­მა­შობ­და, თა­ვის საქ­მეს ისე უდ­გე­ბო­და გუ­ლი­ა­ნად, რომ გვი­ხა­რო­და დედ-მა­მას, არ ვი­შუ­რებ­დით არა­ფერს, გვერ­დში ვე­დე­ქით, რო­გორც შეგ­ვეძ­ლო. სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოგ­ცემთ ჩვენ რა გა­მო­ვი­ა­რეთ. ეზო­ში რომ ჩა­ვე­დით სის­ხლის გუ­ბე­ში იწვა ჩემი შვი­ლი, და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი, პო­ლი­ცი­ამ ახ­ლოს არ მიგ­ვიშ­ვა მშობ­ლე­ბი, ახ­ლოს არ გაგ­ვა­კა­რა არც ერთი, ჩემი შვი­ლი ეგდო ას­ფალტზე პირ­დაღ­მა, სუნ­თქვა ჰქონ­და შეკ­რუ­ლი. ჩემი ქმა­რი ეხ­ვე­წე­ბო­და პო­ლი­ცი­ე­ლებს, რომ მი­ეშ­ვათ ბავ­შვთან, მი­მიშ­ვით, ნი­კა­პი გა­ვუს­წო­რო ჩემს შვილს, რომ ამო­ი­სუნ­თქო­სო, ამის გა­სა­კე­თებ­ლად თქვე­ნი არ იცით მთე­ლი ბრძო­ლა დას­ჭირ­და.

იქ გა­უ­კეთ­და თა­ვის უმ­ძი­მე­სი ოპე­რა­ცია. ექვს სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. ბა­ტონ­მა არ­ჩილ აგ­ლა­ძემ, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი არის უძ­ლი­ე­რე­სი იაშ­ვილ­ში, მან ჩა­უ­ტა­რა ეს ორი ოპე­რა­ცია ჩემს შვილს. დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა, მად­ლო­ბე­ლი ვარ, დღემ­დე დას­ტრი­ა­ლებს ჩემს შვილს და მისი გუნ­დის ყვე­ლა წევ­რს ასე­ვე დიდი მად­ლო­ბა. თავს ევ­ლე­ბი­ან ჩემს შვილს, არა­ნა­ი­რი ყუ­რა­დღე­ბა არ მო­უკ­ლი­ათ, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა თუ შემ­დგო­მი, ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში გვიდ­გას ეს სა­ა­ვად­მყო­ფო და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რო­მელ­თა მი­მართ მად­ლი­ე­რე­ბის მეტი არა­ფე­რი მეთ­ქმის.

ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა?-აღი­ა­რაო, თქვა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, უმ­კაც­რე­სად უნდა და­ი­სა­ჯოს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ჩემი შვი­ლი დღემ­დე, ბავ­შვი არ ლა­პა­რა­კობს, ორი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს და დამ­ნა­შა­ვის დე­დას ჩემი შვი­ლი არც მო­უ­კი­თხია. ჩვენ ვე­ლო­დე­ბით ჩემი შვი­ლის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას, კი­დევ ერთი ოპე­რა­ცია სჭირ­დე­ბა ბავ­შვს, შემ­დეგ ძა­ლი­ან დიდხ­ნი­ა­ნი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რაც ძა­ლი­ან დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ახლა მთა­ვა­რია ჩემი შვი­ლი იბ­რძვის და ის უნდა გა­მო­ჯან­მრთელ­დეს. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა ად­მი­ანს, ვინც ჩვე­ნი გა­სა­ჭი­რი გულ­თან მი­ი­ტა­ნა და დაგ­ვიდ­გე­ბა გვერ­დით.

გაზიარება: