ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

დედა პიკაპით შევარდა ფეხბურთის მოედანზე, სადაც ბავშვები თამაშობდნენ – დაიღუპა 6 წლის ბიჭი და ერთი მამაკაცი: უცნაური ტრაგედიის დეტალები აშშ-დან

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

აშშ-ის კან­ზა­სის შტა­ტის ქა­ლაქ ვი­ჩი­ტა­ში ფეხ­ბურ­თის მატ­ჩი ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და.17 ოქ­ტომ­ბრის მზი­ან შა­ბათს, რო­დე­საც ბავ­შვე­ბი ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­დნენ, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი შეხ­ვედ­რას მო­ედ­ნის გვერ­დით ადევ­ნებ­დნენ თვალს, ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ფეხ­ბურ­თო მო­ე­დან­ზე შე­ვარ­და, რის შე­დე­გა­დაც 6 წლის ბიჭი და 35 წლის მა­მა­კა­ცი და­ი­ღუპ­ნენ.ვი­ჩი­ტას პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის, აა­რონ მო­სეს გან­ცხა­დე­ბით, შემ­თხვე­ვა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 15:25 სა­ათ­ზე, სტრა­ი­კე­რის სპორ­ტულ კომ­პლექსში მოხ­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბილს 34 წლის ქალი მარ­თავ­და, რომ­ლის შვი­ლიც იმ დროს კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სხვა მო­ე­დან­ზე ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და.

მო­სეს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბილ­ში ქალ­თან ერ­თად ორი არას­რულ­წლო­ვა­ნიც იმ­ყო­ფე­ბო­და.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, სა­ერ­თო ჯამ­ში, 11 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ შო­რის ხუთი ბავ­შვი. და­შა­ვე­ბუ­ლებს სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ – სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი­დან მძი­მე ტრავ­მე­ბამ­დე. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის არ­ცერ­თი და­შა­ვე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­შად არ ფას­დე­ბა.რას ჰყვე­ბა თვითმხილ­ვე­ლითვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, შემ­თხვე­ვის დროს სპორ­ტულ კომ­პლექსში უამ­რა­ვი ოჯა­ხი და ბავ­შვი იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­ე­დან­ზე შე­ვარ­და.ერთ-ერ­თმა დამ­სწრემ CNN-ის შვი­ლო­ბილ ტე­ლე­კომ­პა­ნია KWCH-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ოჯახ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც შავი პი­კა­პი ტრო­ტუ­ა­რი­დან გა­და­ვი­და და ფეხ­ბურ­თის მო­ე­დან­ზე შე­იჭ­რა. კი­დევ ორმა თვითმხილ­ველ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ შემ­თხვე­ვის დროს ძლი­ე­რი ხმა­უ­რი გა­ი­გო­ნეს.

ერთ-ერ­თმა დამ­სწრემ CNN-ის შვი­ლო­ბილ ტე­ლე­კომ­პა­ნია KWCH-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ოჯახ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც შავი პი­კა­პი ტრო­ტუ­ა­რი­დან გა­და­ვი­და და ფეხ­ბურ­თის მო­ე­დან­ზე შე­იჭ­რა. კი­დევ ორმა თვითმხილ­ველ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ შემ­თხვე­ვის დროს ძლი­ე­რი ხმა­უ­რი გა­ი­გო­ნეს.

CNN-მა მო­ი­პო­ვა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­ზეც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ასა­ხუ­ლია მო­მენ­ტი, რო­დე­საც სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­ე­დან­ზე შე­დის.

კად­რებ­ში ჩანს, რომ ბავ­შვე­ბი ფეხ­ბურთს თა­მა­შო­ბენ, რო­დე­საც სა­ბუ­რა­ვე­ბის ჭრი­ა­ლის ხმა ის­მის. ვი­დე­ოს გა­დამ­ღე­ბი ქალი და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი ყვი­რილს იწყე­ბენ. კა­მე­რა ირ­ყე­ვა, რო­დე­საც ქალი და მის გარ­შე­მო მყო­ფე­ბი გაქ­ცე­ვას ცდი­ლო­ბენ.

ვა­ნე­სა ტრა­მე­ლი CNN-ს უყ­ვე­ბა, რომ შემ­თხვე­ვის დროს თა­ვი­სი 13 წლის შვი­ლის ფეხ­ბურ­თის მატჩს ეს­წრე­ბო­და, რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, რო­გორ გა­და­უ­ა­რა სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილ­მა მე­ზო­ბელ მო­ე­დანს და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს და­ე­ჯა­ხა.

ვფიქ­რობ­დით, რომ გა­ჩერ­დე­ბო­და, მაგ­რამ შემ­დეგ თით­ქოს მოძ­რა­ო­ბა გა­ნაგ­რძო“, – იხ­სე­ნებს ტრა­მე­ლი.მისი თქმით, შვი­ლის გუნ­დის თა­მა­ში ახა­ლი დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მო­ედ­ნის გვერ­დით იყ­ვნენ შეკ­რე­ბილ­ნი, რო­დე­საც სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი გვერ­დი­თა ხაზს მი­უ­ახ­ლოვ­და.პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ქალი და­კა­ვე­ბუ­ლია და გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ამ დრომ­დე ად­გე­ნენ, რა ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და შემ­თხვე­ვა და რამ გა­მო­იწ­ვია ის. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, წა­უ­ყე­ნე­ბენ თუ არა მძღოლს ბრალს.

გაზიარება: