ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

შეჯახებისას ორივე მანქანა ხევში გადავარდა – გურჯაანში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა, რომელსაც რთველში მყოფი მუშათა ბრიგადა გადაჰყავდა.

შეჯახების შედეგად, ორივე ავტომანქანა ხევში გადავარდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა.

კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის ინფორმაციით, ოთხი მოქალაქე ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება, ერთი კი კლინიკიდან გაწერილია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

გაზიარება: