ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ვი­ნა­ი­დან მკი­თხვე­ლის დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბი­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბის, ანუ გვა­რე­ბის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბულ­მა ატატიამ, ამი­ტომ თქვე­ნი­ვე მო­თხოვ­ნით, კი­დევ რამ­დე­ნი­მე გვა­რის შე­სა­ხებ მო­გაწ­ვდით ინ­ფორმაციას.

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

აბა­ზა­ძე – ხა­შუ­რის რა­ი­ონ­სა და თბი­ლის­შია ფარ­თოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სა­ფუძ­ვლად უდევს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი აბა­ზა. გვა­რი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნის მიერ მთა­ვარ­თა გვარ­სა­ხე­ლებს შო­რის. ამ გვა­რის ად­რინ­დელ სა­ცხოვ­რებ­ლად აბას­თუ­მანს ვა­რა­უ­დო­ბენ (ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნი). გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნის მი­თი­თე­ბით, აბას­თუ­მა­ნი აბა­ზა­ძე­თა უბანს აღ­ნიშ­ნავ­და.

ავა­ლიშ­ვი­ლი ხა­რა­გა­ულ­ში, გარ­და­ბან­სა და თბი­ლის­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ავა­ლიშ­ვი­ლე­ბის ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლო სა­ქარ­თვე­ლო­ში XV- XVI სა­უ­კუ­ნე­ებ­ში და­წი­ნა­ურ­და, კერ­ძოდ, ძვე­ლი თო­რის მხა­რე­ში (ახ­ლან­დე­ლი ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა), სა­დაც ავა­ლიშ­ვი­ლე­ბის სა­თა­ვა­დო (სა­ა­ვა­ლიშ­ვი­ლო) ჩა­მო­ყა­ლიბ­და. სა­ა­ვა­ლიშ­ვი­ლო (1535-1545 წლე­ბი.) იმე­რე­თის სა­მე­ფო­ში, 1545 წლი­დან კი სამ­ცხე-სა­ა­თა­ბა­გო­ში შე­დი­ო­და. XVI ს-ის 70-80 წლებ­ში ოს­მა­ლებ­მა და­ი­პყრეს. XVII ს-ში ავა­ლიშ­ვი­ლე­ბის ერთი ნა­წი­ლი შიდა ქარ­თლში, კა­ხეთ­სა და იმე­რეთ­ში გა­და­სახ­ლდა, სა­კუ­თარ მიწა-წყალ­ზე დარ­ჩე­ნილ­ნი გა­მაჰ­მა­დი­ან­დნენ და ბე­გე­ბის წო­დე­ბა მი­ი­ღეს. ქარ­თლ-კა­ხე­თის ავა­ლიშ­ვი­ლე­ბი იყ­ვნენ ეპის­კო­პო­სე­ბი, ეკა­ვათ მო­უ­რავ­თა და სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი. ცი­ციშ­ვილ­თა გვარ­საც ენა­თე­სა­ვე­ბოდ­ნენ. წი­ნა­პარს სა­ხე­ლად ავა­ლა ერ­ქვა.

და­დი­ა­ნი – ოდი­შის მთა­ვარ­თა სამ­თავ­რო წო­დე­ბა-გვა­რი ჩიქ­ვან­თა საგ­ვა­რე­უ­ლო­დან, სა­მეგ­რე­ლოს მთა­ვარ­თა ტი­ტუ­ლია. ძვე­ლად მა­რუ­ში­ან­ნი (მა­რუ­შის­ძე­ნი) ყო­ფი­ლან. ხში­რად არი­ან მოხ­სე­ნი­ე­ბულ­ნი წყა­რო­ებ­ში: და­დი­ა­ნი ცოტ­ნე, გი­ორ­გი, ლე­ვან, ვარ­დან, მა­მია… შე­საძ­ლოა წარ­მომ­დგა­რი იყოს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის­გან დადა, და­დაი, დადი. ამა­ვე ძი­რი­საა: და­დი­ა­ნი­ძე, და­დი­ვა­ძე, დად­ვა­ძე. ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნის მი­ხედ­ვით: “და­დი­ა­ნო­ბა არ არის გვა­რი, გარ­ნა წესი ჴელო­ბი­სა”.

სე­ბის­კვე­რი­ძე – ძი­რი­თა­დად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია უბი­სა­სა და ბო­რით­ში. მომ­დი­ნა­რე­ობს სი­ტყვის­გან – სე­ფის­კვე­რი (წმი­და კვე­რი ეკ­ლე­სი­ა­ში სა­ზი­ა­რებ­ლად). გად­მო­ცე­მით, ამ გვა­რის წი­ნაპ­რე­ბი უბი­სის ტაძ­რის­თვის სე­ფის­კვერს აცხობ­დნენ. ამა­ვე ძი­რი­საა სე­ფის­კვე­რი­ძე.

მა­ი­სუ­რა­ძე – ერთ-ერთი დიდი გვა­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ­ჟა­მად მა­ი­სუ­რა­ძე­ე­ბი თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, ონის რა­ი­ონ­ში, გორ­ში, კა­ხეთ­ში, მეს­ხეთ­ში ყაზ­ბეგ­სა და ბორ­ჯომ­ში სახ­ლო­ბენ. მეც­ნი­ერ­თა ნა­წი­ლის ვა­რა­უ­დით, მა­ი­სუ­რა­ძე­თა ფუძე იყო სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო. სი­ტყვა “მა­ი­სუ­რი” არა­ბუ­ლად წყლის მძებ­ნელ ადა­მი­ანს ჰქვია. უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან არა­ბეთ­ში წყლის მძებ­ნე­ლის პრო­ფე­სია არ­სე­ბობ­და.

აბუ­სე­რი­ძე – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია გუ­რი­ი­სა და აჭა­რის რა­ი­ო­ნებ­ში. წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სამ­თავ­რო გვა­რია აჭა­რა­ში. ცნო­ბი­ლია XI სა­უ­კუ­ნი­დან. იგი­ვე ძი­რი­საა აბუ­სე­ლი­ძეც.

აბ­ში­ლა­ვა – გვა­რი მომ­დი­ნა­რე­ობს გა­მოთ­ქმი­დან აბ­ში­ლა. ძვე­ლი ეთ­ნო­ნი­მი – “აფ­ში­ლი” ნიშ­ნავს აფხაზს.

ან­თა­ძე ვარ­ძი­ა­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. შე­ი­ცავს სა­კუ­თარ სა­ხელს ანთა, ან­თაი. ანთა ქარ­თველ­თა წარ­მარ­თუ­ლი ღვთა­ე­ბის ბო­ლო­მოკ­ვე­ცი­ლი ფორ­მაა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ სა­ხე­ლად იქცა. “ან­თებს” ძვე­ლად (VI-VII ს.) აღ­მო­სავ­ლეთ სლა­ვი­ა­ნებს ეძახ­დნენ, ასე რომ, “ან­თა­ძის” დღე­ვან­დე­ლი მი­ახ­ლო­ე­ბი­თი თარ­გმა­ნი იქ­ნე­ბო­და რუ­სი­ძე ან რუ­სიშ­ვი­ლი, რუ­სა­ძე (აკ. შა­ნი­ძე). ან­თე­ბი იყ­ვნენ ქარ­თველ­თა მო­ნა­თე­სა­ვე ტო­მე­ბი, რომ­ლებ­საც შავი ზღვის აღ­მო­სავ­ლე­თი სა­ნა­პი­რო ეკა­ვათ და ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ ქარ­თვე­ლებ­თან. ამა­ზე მოწ­მობს დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნი­ლი ქარ­თუ­ლი გვა­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა: ან­თია, ან­თი­ძე, ან­თე­ლა­ვა… ამა­ვე ძი­რი­საა: ან­თა­ი­ძე, ან­თა­უ­რი, ან­თე­ლა­ვა.

ას­პა­ნი­ძე – ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ფე­ო­და­ლუ­რი საგ­ვა­რე­უ­ლო სა­ხე­ლი. XII ს-ში ას­პა­ნი­ძე­ნი ტაოს მფლო­ბელ­ნი იყ­ვნენ და ფა­ნას­კერ­ტე­ლად იწო­დე­ბოდ­ნენ. მათი ერთი შტო XV ს-ში გად­მო­სახ­ლდა ქარ­თლში და ფა­ნას­კერ­ტელ-ცი­ციშ­ვი­ლად იქცა.

ბა­რა­თაშ­ვი­ლი – ძველ სა­ქარ­თვე­ლო­ში, წარ­ჩი­ნე­ბულ, ფე­ო­და­ლურ საგ­ვა­რე­უ­ლოს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლე­ბიც ქვე­მო ქარ­თლის მფლო­ბელ­ნი იყ­ვნენ. მომ­დი­ნა­რე­ობს XVI სა­უ­კუ­ნი­დან სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლის­გან ბა­რა­თა. ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში ცნო­ბი­ლია ბა­რა­თა ქა­ჩი­ბა­ძე, რომ­ლის შვი­ლიშ­ვილ­მა – ქავ­თარ­მა სა­თა­ვე და­უ­დო ბა­რა­თაშ­ვი­ლო­ბას (1523 წ.). ბა­რა­თაშ­ვილ­თა სამ­ფლო­ბე­ლო ტე­რი­ტო­რი­ას სა­ბა­რა­თი­ა­ნო ეწო­დე­ბო­და. თვით გვარ­სა­ხე­ლი კი ზოგ­ჯერ მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­და, რო­გორც ბა­რა­თი­ა­ნი.

ახალ­ბე­დაშ­ვი­ლი – გავ­რცე­ლე­ბუ­ლია გო­რის რა­ი­ონ­ში. მომ­დი­ნა­რე­ობს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი­სა­გან – ახალ­ბე­და; ამ გვა­რის წი­ნა­პა­რი, გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, მეს­ხე­თი­დან გად­მო­სახ­ლე­ბუ­ლა. გვა­რად მა­ი­სუ­რა­ძე, რო­გორც ახ­ლად მო­სუ­ლი­სათ­ვის, მის­თვის ახალ­ბე­დაშ­ვი­ლი უწო­დე­ბი­ათ.

ბახ­ტა­ძე – “ბაჰტ” სპარ­სუ­ლი სი­ტყვაა და ნიშ­ნავს ბედს. ბახ­ტა (ბახ­თა) – მეტ­სა­ხე­ლი გვარ­ში ბახ­ტა­ძე. შე­და­რე­ბი­თი ფორ­მაა ბახ­ტარ. ამა­ვე ძი­რი­საა: ბახ­ტა­რიშ­ვი­ლი, ბახ­ტრიშ­ვი­ლი, ბახ­ტუ­რი­ძე, ბახ­ტუ­აშ­ვი­ლი. ბე­რუა ბახ­ტა­ძე იხ­სე­ნი­ე­ბა 1776 წლის 3 აგ­ვის­ტოს, ხოლო ბა­ხუ­ტა ბახ­ტა­ძე მი­წის გაც­ვლი­ლო­ბის წიგნ­ში 1816 წლის იან­ვარ­ში. სო­ფელ ჩხიკ­ვათ­ში 1721 წელს…

კოვ­ზა­ძე – ეს გვა­რი ხე­ლო­ბა-საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ხედ­ვით შერ­ქმე­უ­ლი სა­ხე­ლი “კოვ

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“სიყვარულის ქალაქში… მაგრამ სად არის სიყვარული?!” – რას წერს ლიზა იასკო პარიზიდან
December 9, 2025
საზოგადოება
იმაზე მეტია ვიდრე ბევრი წარმოიდგენდა – ცნობილია ჯამურად რა თანხა გამოუმშავეს მერაბ დვალიშვილმა და პიოტრ იანმა
December 8, 2025
საზოგადოება
საშიში ცვლილებები ბავშვის ტვინში, რაზეც მშობელს ხშირად წარმოდგენაც არა აქვს – რა შედეგი დგება, როცა ბავშვის მთავარი გასართობი ეკრანია!
December 6, 2025
საზოგადოება
პირველკლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი დაემატება – საყოველთაო რეგისტრაციამდე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით დარეგისტრირება იქნება შესაძლებელი
December 5, 2025