ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

უმძიმესი დანაშაული თბილისში – დედა 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ყინვებში

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ დე­დას, რო­მე­ლიც შვილს მუ­ქა­რის გა­მო­ყე­ნე­ბით ქუ­ჩა­ში მო­წყა­ლე­ბას აი­ძუ­ლებ­და, ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გინ­და.

  • რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რუ­წლო­ვან შვილს ყო­ველ­დღი­უ­რად შე­საგ­რო­ვე­ბელ თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბას უწე­სებ­და და მას, ზამ­თარ-ზა­ფხულ, მო­წყა­ლე­ბას ათხოვ­ნი­ნებ­და.

და­კა­ვე­ბულ დე­დას 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა 11 წლის არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით გა­და­ი­ბი­რა და 2023 წლი­დან შრო­მით ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას უწევ­და. ბრალ­დე­ბუ­ლი შვილს, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით, ქუ­ჩა­ში მო­წყა­ლე­ბის თხოვ­ნას აი­ძუ­ლებ­და, შეგ­რო­ვილ თან­ხას კი თა­ვად ისა­კუთ­რებ­და. ბრალ­დე­ბუ­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად უწე­სებ­და არას­რულ­წლო­ვანს შე­საგ­რო­ვე­ბე­ლი თან­ხის ოდე­ნო­ბას. თან­ხის შეგ­რო­ვე­ბამ­დე, რო­გორც ზა­ფხუ­ლის სი­ცხე­ში, ასე­ვე ზამ­თა­რის ცივ და წვი­მი­ან ამინ­დში, არას­რულ­წლო­ვანს მო­წყა­ლე­ბის თხოვ­ნის შე­წყვე­ტის და სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და.

და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143 სე­კუნ­და მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის “ბ“ და მე-3 ნა­წი­ლის “ბ“ და “ე“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (არას­რულ­წლოვ­ნით ვაჭ­რო­ბა -ტრე­ფი­კინ­გი, არას­რულ­წლოვ­ნის გა­და­ბი­რე­ბა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის მიზ­ნით, დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით დამ­ნა­შა­ვე­ზე მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და სხვაგ­ვა­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლის მი­მართ, ჩა­დე­ნი­ლი: იძუ­ლე­ბით და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მუ­ქა­რით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს”, – ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის” – რა განმარტება კეთდება ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ?
March 6, 2026
საზოგადოება
ირანის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ომის დასასრულებლად – „ევრონიუსი“
March 4, 2026
საზოგადოება
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
February 22, 2026
საზოგადოება
“ბუსა ჟვანია ოფიციალურად ქვეყნიდან გასული არ არის” – კვარაცხელიას საქმის პროკურორი
February 21, 2026