ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

12 წლის გოგონა მილქშეიკის დალევის შემდეგ გარდაიცვალა – სასმელი თხილის ნარჩენებით იყო დაბინძურებული

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

12 წლის მია შეი სენტ-ჰი­ლე­რი ლონ­დონ­ში, კა­ფე­ში შეკ­ვე­თი­ლი მილ­ქშე­ი­კის და­ლე­ვის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.გო­გო­ნას თხილ­ზე სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში ალერ­გია ჰქონ­და, თუმ­ცა სას­მე­ლი იმა­ვე ბლენ­დერ­ში მომ­ზად­და, რო­მელ­შიც მა­ნამ­დე თხი­ლის შემ­ცვე­ლი კოქ­ტე­ი­ლი და­ამ­ზა­დეს. ბლენ­დე­რი არ გა­უ­რე­ცხავთ, რის გა­მოც ალერ­გე­ნის ნარ­ჩე­ნე­ბი მიას მილ­ქშე­იკ­შიც მოხ­ვდა.

გო­გო­ნა მოგ­ვი­ა­ნე­ბით დე­ი­დის სახ­ლში შე­უძ­ლოდ გახ­და და გო­ნე­ბა და­კარ­გა. ის Evelina London-ის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

შემ­თხვე­ვის გამო კა­ფის ოპე­რა­ტორ­მა, ბარი უსელ­მა, სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის ექ­ვსი მო­თხოვ­ნის დარ­ღვე­ვა აღი­ა­რა. მას 18 000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გის ოდე­ნო­ბის ჯა­რი­მა და­ე­კის­რა და 100 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა მი­ე­სა­ჯა. უსელს კა­ფის მმარ­თვე­ლო­ბის და ფლო­ბის უფ­ლე­ბაც ჩა­მო­ერ­თვა.

მიას ოჯა­ხის წევ­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მსგავ­სი ტრა­გე­დი­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში ალერ­გე­ნე­ბის მარ­თვის წე­სე­ბი უფრო მკაც­რი უნდა იყოს.ისი­ნი მო­ი­თხო­ვენ, რომ ჰი­გი­ე­ნის შე­ფა­სე­ბას­თან ერ­თად, და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ალერ­გი­ის მარ­თვის პრაქ­ტი­კის ცალ­კე, თვალ­სა­ჩი­ნო შე­ფა­სე­ბაც ჰქონ­დეთ, რათა მომ­ხმა­რებ­ლებ­მა წი­ნას­წარ იცოდ­ნენ, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა მათ­თვის კონ­კრე­ტულ კა­ფე­ში ან რეს­ტო­რან­ში საკ­ვე­ბი­სა და სასმლის შეკ­ვე­თა.

გაზიარება: