3 ოქტომბერს, მოსკოვის ერთ-ერთ ბინაში ადამიანის სხეულის ფრაგმენტებით სავსე პარკები აღმოაჩინეს. მკვლელობის მსხვერპლი იდენტიფიცირებული იქნა, როგორც ელენა, რესტორატორ მამუკა წერეთლის 53 წლის ყოფილი ცოლი. ეჭვმიტანილი დააკავეს, ხოლო ყოფილი მეუღლეების 19 წლის ქალიშვილის, დარიას ცხედარი მის ავტოფარეხში იპოვეს…ტელეგრამის არხის Mash-ის ცნობით, ელენა წერეთელი მისმა პარტნიორმა მოკლა და დაანაწევრა. პოლიციამ ქალის ნეშტი ჟულებსკის ბულვარზე მდებარე მისი ბინის აივანზე პარკებში იპოვა. გამოძიების დროს, ელენას ქალიშვილის ცხედარი, იარაღთან და საბრძოლო მასალასთან ერთად, ახალ მოსკოვში, ავტოფარეხში აღმოაჩინეს. ვორონეჟის ოლქში დააკავეს 47 წლის თეიმურაზ გოგიაშვილი, საქართველოს მოქალაქე.
მან დანაშაული აღიარა. დაკავების დროს მასთან ერთად იმყოფებოდა 40 წლის ქალი, რომელიც სავარაუდოდ, ასევე მისი პარტნიორი იყო და მან არ იცოდა, რომ მამაკაცს სხვა მუდმივი პარტნიორიც ჰყავდა…
TASS-ის ცნობით, გოგიაშვილს ტულაში ერთ-ერთი კომპანიის ვალი ჰქონდა – 42 მილიონ რუბლზე მეტი (დაახლოებით 500 ათასი დოლარი). შესაძლოა, მკვლელობის მოტივი ოჯახური დავა ყოფილიყო, რომელიც ამ ნიადაგზე დაიწყო. ზოგიერთი ცნობით, ეჭვმიტანილმა ჯერ 19 წლის დარია მოკლა, შემდეგ კი მისი დედა მოკლა და დაანაწევრა…სანამ ელენა წერეთლის ცხედარს იპოვიდნენ, მას რამდენიმე დღე ვერ უკავშირდებოდა მისი და, რომელიც შეშფოთდა და დახმარება გამოიძახა. როდესაც ბინის კარი შეამტვრიეს, აივანზე ელენას ნეშტით სავსე ჩანთები იპოვეს…ელენა წერეთელი დაქორწინებული იყო მამუკა წერეთელზე, მოსკოვის დეპოს რაიონში მდებარე პაბის Beer Pairing-ის დამფუძნებელზე. ისინი 2020 წლის შემდეგ დაშორდნენ. ელენა ფლობდა სილამაზის სალონს და იყო კომპანია „დანიკის“ თანამფლობელი, რომელიც მართავს და აქირავებს უძრავ ქონებას. მისი ყოფილი ქმარი ასევე დამფუძნებლებს შორისაა.ახალი დეტალებიროგორც ძიებით გაირკვა,ელენა წერეთელი თეიმურაზს 2020 წელს მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა. რესტორატორ მამუკა წერეთელთან განქორწინების შემდეგ მათი ურთიერთობა გაძლიერდა და 2023 წელს წყვილმა ერთად ცხოვრება დაიწყო. თავდაპირველად ისინი ბინას ქირაობდნენ, მოგვიანებით ელენამ სახლი შეიძინა ჟულებსინსკის ბულვარზე – სწორედ იქ აღმოაჩინეს მისი ნეშტი გაუჩინარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ.
გოგიაშვილს იმ დროს სტაბილური შემოსავალი არ ჰქონდა. ის საჭმლის მიტანის სერვისში მუშაობდა, მანქანებს არემონტებდა და ფიტნეს მწვრთნელად ასაღებდა თავს. ასევე ცნობილია იმით, რომ უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა დონბასში.ამასობაში, ელენა საკუთარ ბიზნესს – საპარიკმახერო სალონს – მართავდა. როგორც ირკვევა, ის თეიმურაზს ფინანსურად ეხმარებოდა. მან საყვარელს პირადი ხარჯებისთვის საბანკო ბარათიც კი მისცა, სანამ ის დაგროვილ ვალებს უმკლავდებოდა.თუმცა, წერეთელთან პარალელურად, გოგიაშვილი სხვა ქალთან ურთიერთობას აგრძელებდა. მათი რომანი დაახლოებით ოთხი წელი გაგრძელდა. თუმცა, მისმა 40 წლის საყვარელმა მისი ორმაგი ცხოვრების შესახებ არაფერი იცოდა. უფრო მეტიც, ისიც მას რთულ ფინანსურ ვითარებაში ეხმარებოდა.გაზაფხულზე თეიმურაზმა მეორე ქალის BMW X5 გამოართვა საბურავების შეცვლის აუცილებლობის მოტივით. თუმცა, მოგვიანებით ძრავის შესაკეთებლად კიდევ დაახლოებით 500 000 რუბლი სთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა ქალს აღარასდროს უნახავს, კვლავ ენდობოდა თაღლითს.გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ დანაშაული 1-ელ ოქტომბერს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, თეიმურაზმა იმ დღეს ჩოგბურთის ვარჯიშის შემდეგ ელენას ქალიშვილი წამოიიყვანა და ისინი მამაკაცის ავტოფარეხში წავიდნენ, სადაც თეიმურაზი მანქანას აკეთებდა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, მათ კონფლიქტი მანქანის შეძენასთან დაკავშირებით ჰქონდათ. ელენას ქალიშვილს მერსედესის ყიდვა სურდა, მაგრამ თეიმურაზმა წინააღმდეგობა გაუწია. კონფლიქტი იმით დასრულდა, რომ მამაკაცმა იარაღი აიღო და გოგონას თავში ესროლა. ცხედარი ავტოფარეხში დამალა, ტელეფონი აიღო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მის შეყვარებულთან შეტყობინებებს მისი სახელით გზავნიდა…სავარაუდოდ, სახლში მისულმა თეიმურაზმა ელენას უამბო მომხდარის შესახებ. გამომძიებლების თქმით, აღიარებას ჩხუბი მოჰყვა და მან ელენასაც ესროლა. შემდეგ მამაკაცმა დანაშაულის კვალის წაშლა და ცხედრების დამალვა სცადა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ მოგვიანებით ის ავტოფარეხშიც დაბრუნდა და ელენას ქალიშვილის ნეშტის განადგურება განაგრძო….თავად ბრალდებული ამტკიცებს, რომ ანგარების მოტივი არ ჰქონია და დანაშაული ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაიწყო..ორმაგი მკვლელობის მიუხედავად, მამაკაცი მეორე ქალთან ურთიერთობას განაგრძობდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ისინი მკვლელობის დღეს შეხვდნენ და ღამით ქალთან დარჩა. მეორე დღეს, საქმეზე წავიდა და იმავე საღამოს დაბრუნდა.როგორც ჩანს, ქალმა საეჭვო ვერაფერი შენიშნა. მან არ იცოდა ელენას და მისი ქალიშვილის გარდაცვალების შესახებ და არ ეჭვობდა, რომ მის გვერდით მყოფი მამაკაცი შეიძლებოდა დამნაშავე ყოფილიყო.მალე თეიმურაზმა ქალს მანქანის დაქირავება სთხოვა ბავშვების მოსანახულებლად. ქალი თავად დაჯდა საჭესთან და როსტოვისკენ წავიდნენ. თუმცა, შორს არ წასულან. ვორონეჟის ოლქში მანქანა სამართალდამცავებმა გააჩერეს. თეიმურაზი დააკავეს… როგორც საქმის მასალებში წერია,მას თან ჰქონდა იარაღი და გარდაცვლილი ელენას კუთვნილი ნივთები, მათ შორის საათი და საყურეები.