ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“კონფლიქტი შეყვარებულის გამო დაიწყო”- რა ჩვენება მისცა 22 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულმა

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ორბელიანის მოედანზე მდებარე საშაურმის 22 წლის თანამშრომლის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა სასამართლო პროცესზე დანაშაულის დეტალები გაიხსენა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ჩვენების მიხედვით, კონფლიქტი შეყვარებულის გამო დაიწყო. პაპაშვილის თქმით, მას საბა რობაქიძემ აცნობა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მთივლიშვილს მის შეყვარებულთან, ვერიკო კაპანაძესთან „ზედმეტი მოუვიდა“.

ბრალდებული ჰყვება, რომ მთივლიშვილს ბოდიშის მოხდა რამდენჯერმე მოსთხოვა, თუმცა უარის მიღების შემდეგ მას სამზარეულოს ხის დაფა და ფეხი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებული წაიქცა და გონება დაკარგა.

„თაზოსთან მომივიდა კონფლიქტი… ვითხოვდი ბოდიშის მოხდას, უარზე იყო. ხელით შევეხე სახის მიდამოში. რა გინდოდა, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, დაფა გინდოდა აგეღო-მეთქი? რა ბოდიშიო და ვარტყამ ამ დაფას… „ვირზე შეჯდა“. ადექი, ბიჭო და „დაახვიე“ სახლიდან-მეთქი. მოხრილ მდგომარეობაში გამოვწიე, ფეხი წავარტყი და წაიქცა, რეაქცია არ ჰქონდა. დავხედე, 2-3-ჯერ სახეში შემოვულაწუნე გამოფხიზლების მიზნით… ეპილეფსია დაეწყო, კოვზით კბილები გავუხსენით. პულსი გავუსინჯე, გულისცემა არ ჰქონდა… ვამბობდი, მოკვდა კაცი-მეთქი! აზრი აღარ ჰქონდა, აღარ სუნთქავდა“, — განაცხადა პაპაშვილმა სასამართლოზე.

22 წლის თამაზ მთივლიშვილი 17 თებერვალს, საკუთარ დაბადების დღეზე, სასტიკი ცემის შედეგად მოკლეს. მისი ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.

მომხდარზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 5 პირი მიეცა:

გიორგი პაპაშვილი — მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა და მოგვიანებით დააკავეს.

ვერიკო კაპანაძე და საბა რობაქიძე — განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მიესაჯათ 4.3-4.3 წლით პატიმრობა.

ლუკა გვენეტაძე — ამავე ბრალდებით მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბაირამ ალი გუსეინოვი — დაუსწრებლად მიესაჯა 7 წლით პატიმრობა (ამ დრომდე იმყოფება ძებნაში).

ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის დაკითხვა მომდევნო სასამართლო სხდომაზე გაგრძელდება.

გაზიარება: