ქობულეთში, ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტმა და მისმა მეგობარმა სამედიცინო პერსონალს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. საქმე ეხება სამი დღის წინ მომხდარ ფაქტს. არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი კლინიკაში ხელის არეში არსებული მსუბუქი დაზიანებით მივიდა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მამაკაცმა სამედიცინო დაწესებულება თავდაპირველად დატოვა, თუმცა მოგვიანებით კლინიკაში მეგობართან ერთად კვლავ დაბრუნდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები სამედიცინო მომსახურებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რასაც პერსონალზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმა მოჰყვა.სამართალდამცავებმა ორივე პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ქობულეთში, ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტმა და მისმა მეგობარმა სამედიცინო პერსონალს სცემეს – ბრალდებულები დააკავეს
wpadmin
•
•
კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90
მსგავსი სტატიები
შემთხვევა
ცოტა ხნის წინ ტრაილერი მოსახვევში გადაბრუნდა. თვითმხილველის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით შეფერხებულია.
October 25, 2026
შემთხვევა
ავარია ქუთაისში – ქორწილის ესკორტი ორ ქვეითს დაეჯახა
October 24, 2026
შემთხვევა
მოტოციკლისა და მანქანის შეჯახება — რა მოხდა ავარიის დროს?
October 24, 2026
შემთხვევა
„საღამოს დაიძინა, დილით კი გარდაცვლილი იპოვეს“ — ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა
October 24, 2026