ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ცნობილი გახდა ბავშვის ვინაობა, რომელიც გუშინ საშინელ ავარიას ემსხვერპლა – უფროსებთან ერთად ცენტრალურ გამზირზე მიდიოდა და მიკროავტობუსი დაეჯახა…

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ხელვაჩაურში ავარიის შედეგად დაღუპული მცირეწლოვანი სანი ცეცხლაძეა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ

ავტოსაგზაო შემთხვევა 27 სექტემბერს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა – მთავარის ინფორმაციით, მიკროავტობუსი ქვეითად მიმავალ მოქალაქეებს შეეჯახა. შედეგად 5 წლამდე ბავშვი დაიღუპა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი 3 ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება: