ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“მასწავლებელსაც ვესაუბრე და მითხრა, რომ ბაღში არავინ მივიდა, ყველა ბავშვი ცუდად არისო – სავარაუდოდ, ბაქტერიებით დაბინძურებული რძით მოიწამლნენ“ – რას ჰყვება მშობელი, რომლის შვილსაც ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

თბი­ლი­სის 182-ე სა­ბავ­შვო ბა­ღის ერთ-ერთი აღ­საზ­რდე­ლის მშო­ბე­ლი, ნა­თია ბე­დე­ნაშ­ვი­ლი, რომ­ლის შვი­ლიც, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბაღ­ში მო­ი­წამ­ლა, “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ ბავ­შვე­ბის ინ­ტოქ­სი­კა­ცია რძემ გა­მო­იწ­ვია.რო­გორც მშო­ბე­ლი გან­მარ­ტავს, სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს და­უ­კავ­შირ­და და უთხრეს, რომ სა­კი­თხის მოკ­ვლე­ვა და­წყე­ბუ­ლი აქვთ.

სა­ღა­მოს ბავ­შვი რომ მო­ვი­და ბა­ღი­დან, და­ი­ძი­ნა და რომ გა­იღ­ვი­ძა, ღე­ბი­ნე­ბა და­ე­წყო, 3-ჯერ აე­რია გული, მუ­ცე­ლი ას­ტკივ­და და მა­ღა­ლი სი­ცხე ჰქონ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რომ შე­ვე­დი, ვნა­ხე აქ­ტი­უ­რად იწე­რე­ბო­და ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ა­ზე. ჩემი შვი­ლი ჯერ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ გა­და­მიყ­ვა­ნია, ამ ეტაპ­ზე სახ­ლშია. მას­წავ­ლე­ბელ­საც ვე­სა­უბ­რე და მი­თხრა, რომ ბაღ­ში არა­ვინ მი­ვი­და, ყვე­ლა ბავ­შვი ცუ­დად არი­სო. სა­ვა­რა­უ­დოდ, ბაქ­ტე­რი­ე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი რძით მო­ი­წამლნენ, მსგავ­სი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ნიშ­ნე­ბი, ბაქ­ტე­რი­ას ახა­სი­ა­თებს. ჩემ­მა შვილ­მა კა­რა­ქი­ა­ნი პური ვჭა­მე და შემ­დეგ რძე დავ­ლი­ეო, სხვა არა­ფე­რი უჭა­მია. სხვა მო­წამ­ლუ­ლი ბავ

შვე­ბის მშობ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ მათ­მა შვი­ლებ­მა რძე მი­ი­ღეს. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ვფიქ­რობ, რძის ნა­წარმ­მა გა­მო­იწ­ვია.

მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­თხრა, ისე­თი ცუდი პრო­დუქ­ტი შე­მო­დის ბაღ­ში, მშობ­ლებს ვე­უბ­ნე­ბი, რომ არ აჭა­მონ ბაღ­ში, სახ­ლში გა­მოკ­ვე­ბონ ბავ­შვე­ბი ბაღ­ში მოს­ვლამ­დეო. სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს და­ვუ­კავ­შირ­დი და მო­ვი­თხო­ვე პა­სუ­ხი, თუ ამოწ­მე­ბენ საჭ­მელს, მა­შინ, რა­ტომ შე­ი­პა­რა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი საჭ­მე­ლი, მი­თხრეს, და­ვი­წყეთ მოკ­ვლე­ვაო“,- აღ­ნიშ­ნავს ნა­თია ბე­დე­ნაშ­ვი­ლი.

124-ე ბა­ღის მშო­ბელ­თა ნა­წი­ლი კი, “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, მათი ბავ­შვე­ბის ინ­ტოქ­სი­კა­ცია კატ­ლეტ­მა გა­მო­იწ­ვია.ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ბაგა-ბა­ღებ­ში ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო – ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ნიშ­ნე­ბი თბი­ლის­ში მდე­ბა­რე 20 ბაგა-ბა­ღის 55 აღ­საზ­რდელ­სა და 1 აღ­მზრდელს აღე­ნიშ­ნე­ბა, მათ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა 6 კლი­ნი­კა­ში გა­ე­წი­ათ.

გაზიარება: