🔻 გორში მომხდარი ავარიის შემდეგ, მძღოლს, რომელიც მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა და დედა-შვილი იმსხვერპლა, ბრალდება წარუდგინეს | რევაზ ელიზბარაშვილს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. განცხადებას პროკურატურა ავრცელებს: 💬 “საქართველოს პროკურატურამ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ დაკავებულ მძღოლს, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდება წარუდგინა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 13 ივლისს, ღამის საათებში, გორში ბრალდებულმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა ავტომობილს, მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია და ქვეითად მოძრავ დედა-შვილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რას სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა” | ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში 🔻 დაღუპულების ოჯახის ახლობლები კი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ და შსს-ს მიმართავენ: “სატრანსპორტო წესების დარღვევის” მუხლით რომ აღძარით საქმე შსს, გგონიათ შევარჩენთ? 109-ე მუხლით უნდა დაიწყოს ძიება! ორი უდანაშაულო ადამიანი მოკლა! დიახ, განზრახ მოკლა! თან ნარკოტიკი რომ მოიხმარა და თან ფეხზე ვერ დგებოდა პოლიციაში რომ მიათრიეს ეგ გარეწარი! 16 წთ-ში 3 ჯარიმა რომ დაეწერა, პატრულმა რატომ არ დააკავა?…” 🔻 გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქვეითად მიმავალ ახალგაზრდა ქალსა და მის მცირეწლოვან შვილს ავტომობილი გუშინ საღამოს შეეჯახა. ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, ბავშვი კი დღეს დაიღუპა. ავტომობილის მძღოლი გუშინ დააკავეს. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ის მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა
რევაზ ელიზბარაშვილიიდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც არაფხიზელ მდგომარეობაში გორში დედა და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა.
wpadmin
•
•
კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90
მსგავსი სტატიები
შემთხვევა
ცოტა ხნის წინ ტრაილერი მოსახვევში გადაბრუნდა. თვითმხილველის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით შეფერხებულია.
October 25, 2026
შემთხვევა
ავარია ქუთაისში – ქორწილის ესკორტი ორ ქვეითს დაეჯახა
October 24, 2026
შემთხვევა
მოტოციკლისა და მანქანის შეჯახება — რა მოხდა ავარიის დროს?
October 24, 2026
შემთხვევა
„საღამოს დაიძინა, დილით კი გარდაცვლილი იპოვეს“ — ახალგაზრდა ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა
October 24, 2026