ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ტრაგედიით დასრულებული შვებულება საქართველოში: რატომ გარდაიცვალა 23 წლის ლიეტუველი ბიჭი

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

კრის­ტი­ნა სტა­ნი­ე­ნე თა­ვის 23 წლის შვილ­თან, კრის­ტუ­პას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი კვი­რით და­სას­ვე­ნებ­ლად და ახა­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად გა­ემ­გზავ­რა. თუმ­ცა, მოგ­ზა­უ­რო­ბის მე­ო­რე დღეს­ვე ახალ­გაზ­რდის მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და და დას­ვე­ნე­ბა სი­ცო­ცხლის­თვის ხან­გრძლივ ბრძო­ლად იქცა. კრის­ტუ­პა­სი თით­ქმის ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და ქუ­თა­ი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მაგ­რამ ხუთ­შა­ბათს სა­ღა­მოს, ლი­ე­ტუ­ვის დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 19 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს კლი­ნი­კის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მისი სი­ცო­ცხლე შე­წყდა – იგი სამ­შობ­ლო­ში გა­დაყ­ვა­ნი­სა და დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, იტყო­ბი­ნე­ბა პორ­ტა­ლი lrytas.lt.

“ჩემი შვი­ლი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო, არა­ფერს უჩი­ო­და, ძალ-ღო­ნით სავ­სე. ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბის მხო­ლოდ ერთი დღის შემ­დეგ ასე­თი უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­დე­ბო­და” – ჰყვე­ბო­და კრის­ტი­ნა შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე.

ყვე­ლა­ფე­რი მუც­ლის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლით და­ი­წყო

კრის­ტი­ნა შვილ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში 14 მა­ისს გა­ემ­გზავ­რა, ხოლო 15 მა­ისს, გამ­თე­ნი­ი­სას, ისი­ნი უკვე ქუ­თა­ის­ში იყ­ვნენ. პირ­ველ დღეს ტუ­რის­ტულ გიდ­თან ერ­თად მთე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლეს, ტკბე­ბოდ­ნენ ხე­დე­ბით, თუმ­ცა მე­ო­რე დი­ლით კრის­ტუ­პას­მა კუ­ჭის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი იგ­რძნო.

თა­ვი­დან დე­დას ეგო­ნა, რომ ეს საკ­ვე­ბით მო­წამ­ვლა ან საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის უბ­რა­ლო დარ­ღვე­ვა იყო. 

გაზიარება: