ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

‼ 10 წლის ბიჭი, რომელსაც გუშინ გურიაში მატარებელი დაეჯახა, ქუთაისის კლინიკაში სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

10 წლის ბიჭი, რომელსაც გუშინ გურიაში მატარებელი დაეჯახა, ქუთაისის კლინიკაში სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება – “ინფო იმერეთის” ინფორმაციით, არასრულწლოვანი პაციენტი “დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრშია” მოთავსებული.

შემთხვევა გუშინ გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში მოხდა. როგორც ნიგვზიანში მერის წარმომადგენელმა, ირაკლი გუჯაბიძემ მედიასთან თქვა: “რკინიგზის ლიანდაგზე გადადიოდა [ორი მოზარდი]. გოგონამ გადაასწრო, ბიჭმა კი გადასვლა ვეღარ მოასწრო და მატარებელი დაეჯახა. […] საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს და ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. მეექვსე კლასის მოსწავლე ბავშვია. შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხდა”.

როგორც მთავარს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ ადამიანის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები