- ფოტო: მთავარი ამბები კახეთიდან
ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 52 წლის ქალი ემსხვერპლა. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” აქვეყნებს. მათი ცნობით გარდაცვლილი პოლიციელი იყო.
გამოცემის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რომელშიც პოლიციელი იჯდა. ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.