ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“სახლში გაკეთებული ზეთიანი წიწაკა უჭამიათ და მოიწამლნენ… თამუნა გარდაიცვალა, მისი ქმარი და ბავშვი კლინიკაში არიან”

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ახალ­გაზ­რდა ქალი, თა­მუ­ნა გო­დერ­ძიშ­ვი­ლი გუ­შინ, 24 მარტს დაკ­რძა­ლეს რუს­თავ­ში. ახალ­გაზ­რდა ქალი სა­ვა­რა­უ­დოდ, კონ­სერ­ვი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მას­თან ერ­თად მო­ი­წამ­ლა მისი შვი­ლი და მე­უღ­ლე, გი­ორ­გი სა­ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი. ისი­ნი რუს­თა­ვი­დან თბი­ლის­ში, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს. რო­გორც კლი­ნი­კა­ში გვი­თხრეს, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე აღარ ემუქ­რე­ბათ. ისი­ნი ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბი­ან.მე­დი­ით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს ეს ფაქ­ტი გურ­ჯა­ა­ნის სო­ფელ კარ­დე­ნახ­ში მოხ­და, თუმ­ცა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი არ ადას­ტუ­რე­ბენ. მათი თქმით, ფაქ­ტი რუს­თავ­ში მოხ­და.

“და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი წი­წა­კე­ბი უჭა­მი­ათ და იმით მო­ი­წამლნენ. თა­მუ­ნა გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც გა­ვი­გე, მისი ქმა­რი, გი­ორ­გი კლი­ნი­კა­შია ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით. არ ვიცი რა­ტომ ით­ქვა, რომ გურ­ჯა­ან­ში მოხ­და ეს ფაქ­ტი. გურ­ჯა­ა­ნის სო­ფელ კარ­დე­ნა­ხი­დან არის გი­ორ­გი სა­ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი, მან შე­ირ­თო ეს გოგო ცო­ლად, თა­მუ­ნა არის რუს­თა­ვი­დან და რო­გორც ვიცი, ფაქ­ტი რუს­თავ­ში მოხ­და. ახალ­გაზ­რდა ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი,”- ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი.

ჩვენ გურ­ჯა­ან­ში კი­დევ ერთ ად­გი­ლობ­რივ­თან გა­და­ვა­მოწ­მეთ ეს ინ­ფორ­მა­ცია, ისიც ამ­ბობს, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, რომ თით­ქოს ისი­ნი გურ­ჯა­ა­ნის კლი­ნი­კა­ში შე­იყ­ვა­ნეს.

“ით­ქვა, რომ თით­ქოს კარ­დე­ნახ­ში მოხ­და ეს ფაქ­ტი და ჯერ გურ­ჯა­ა­ნი ფი­გუ­რი­რებ­და, რაც არ არის სი­მარ­თლე. აქ არ მომ­ხდა­რა. რაც გა­ვი­გე, ოჯა­ხი დრო­ე­ბით არ იყო კარ­დე­ნახ­ში. გი­ორ­გი არის კარ­დე­ნა­ხი­დან.

მამაკაცისთვისაც მეორე ქორწინება იყო. მასთან შვილი არ ჰყავს. ძალიან განვიცდი, რომ მისი ორი ბავშვი დედის გარეშე უნდა გაიზარდოს. ძნელია ასეთ დროს რაიმე სანუგეშო უთხრა მის დედას. არაჩვეულებრივი ქალია დედამისი, ოთხი გოგონა გაზარდა და ახლა ამ მწარე რეალობის წინაშეა, თამუნა არ ჰყავს. ხუთშაბათს, დილით გავიგე ეს მძიმე ამბავი. მისი 12 წლის გიორგი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ინფექციურშია თბილისში და გვაიმედებენ, რომ ბავშვი გადარჩება. ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი საშიში თუ იყო მოხუფული წიწაკა” – ამბობს ჩვენთან საუბარში თამუნა გოდერძიშვილის ნათესავი. როგორც ირკვევა, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, ექსპერტიზით გაირკვევა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. გარდაცვალების მიზეზად ინტოქსიკაცია განიხილება. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები