🔻 გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 30 წლის ქალი სავარაუდოდ, კონსერვირებული პროდუქტის მიღების შედეგად გარდაიცვალა | ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა სოფელ კარდენახში, გუშინ საღამოს მოხდა.
🔴 გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ქალმა სახლში დამზადებული ბადრიჯნის პროდუქტი მიიღო, რის შემდეგაც შეუძლოდ გახდა.
🔴 სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.