ნიუ-იორკის ლაგუარდიის აეროპორტში თვითმფრინავი დაშვებისას სახანძრო-სამაშველო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა.
CNN-ის ინფორმაციით, ნიუ იორკის “ლაგუარდიის” აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე Air Canada-ს თვითმფრინავი დაშვებისას სახანძრო მანქანას შეეჯახა, დაღუპულია კაპიტანი და მეორე პილოტი.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე სულ 76 ადამიანი – 72 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.
საგამოძიებო მოქმედებების გამო აეროპორტი დროებით დახურულია.