ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“არავის დახმარება არ გვჭირდება და არც არასდროს გვჭირდებოდა” – ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-ს ქვეყნების უმეტესობამ “ირანში ოპერაციაში ჩართვაზე უარი თქვა”

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ნატო-ს “მო­კავ­ში­რე­ე­ბის” უმ­რავ­ლე­სო­ბამ შეგ­ვა­ტყო­ბი­ნა, რომ არ სურთ ირა­ნის ტე­რო­რის­ტუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვენს სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თვა – არა­ვის დახ­მა­რე­ბა არ გვჭირ­დე­ბა! – ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

ტრამ­პის თქმით, ირან­ში სამ­ხედ­რო წარ­მა­ტე­ბის ფონ­ზე აღარ სურს ნატო-ს ქვეყ­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა და აშშ-ს არც არას­დროს სჭირ­დე­ბო­და.

  • ტრამ­პი აღ­ნიშ­ნავს, რომ ირა­ნის ლი­დე­რე­ბი აღა­რას­დროს და­ე­მუქ­რე­ბი­ან აშშ-ს, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში შტა­ტე­ბის მო­კავ­ში­რე­ებს ან მსოფ­ლი­ოს.

“ნატო-ს “მო­კავ­ში­რე­ე­ბის” უმ­რავ­ლე­სო­ბამ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ არ სურთ ირა­ნის ტე­რო­რის­ტუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ა­ში ჩარ­თვა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ეს იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, რომ თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა სრუ­ლი­ად და­ე­თან­ხმა იმას, რა­საც ვა­კე­თებთ, დაირანს არა­ნა­ი­რად რამე ფორ­მით არ უნდა შე­ეძ­ლოს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის ქონა.

გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი არ ვარ მათი ქმე­დე­ბით, თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან ნატო-ს, სა­დაც ამ ქვეყ­ნე­ბის და­სა­ცა­ვად წლი­უ­რად ასო­ბით მი­ლი­არდ დო­ლარს ვხარ­ჯავ­დით, ცალ­მხრივ ქუ­ჩად გან­ვი­ხი­ლავ­დი – მათ და­ვი­ცავთ, მაგ­რამ ისი­ნი ჩვენ­თვის არა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც გვჭირ­დე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ირა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი გა­ვა­ნად­გუ­რეთ – მათი სა­ზღვაო ძა­ლე­ბი აღარ არ­სე­ბობს, სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი აღარ არ­სე­ბობს, მათი სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა და რა­და­რე­ბი აღარ არ­სე­ბობს და, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მათი ლი­დე­რე­ბი თით­ქმის ყვე­ლა დო­ნე­ზე აღარ არ­სე­ბო­ბენ, აღა­რას­დროს დაგ­ვე­მუქ­რე­ბი­ან ჩვენ, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში ჩვენს მო­კავ­ში­რე­ებს ან მსოფ­ლი­ოს!

იმ ფაქ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ასე­თი სამ­ხედ­რო წარ­მა­ტე­ბა გვქონ­და, აღარ “გვჭირ­დე­ბა” ან გვსურს ნატო-ს ქვეყ­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა – არას­დროს გვჭირ­დე­ბო­და! მსგავ­სად, ია­პო­ნი­ის, ავ­სტრა­ლი­ის ან სამ­ხრეთ კო­რე­ის. რე­ა­ლუ­რად, რო­გორც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ქვეყ­ნის, პრე­ზი­დენ­ტი ვი­ტყვი, რომ არა­ვის დახ­მა­რე­ბა არ გვჭირ­დე­ბა!” – წერს ტრამ­პი.

გაზიარება: