ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“ირანი შეთანხმების დადებას ითხოვს, მაგრამ ცოტა დაიგვიანეს – ახლა ჩვენ უფრო მეტად გვინდა ბრძოლა, ვიდრე მათ“ – დონალდ ტრამპი

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ირანს შე­თან­ხმე­ბის და­დე­ბა სურს, მაგ­რამ უკვე გვი­ა­ნია.

„ისი­ნი რე­კა­ვენ და მე­კი­თხე­ბი­ან: „რო­გორ დავ­დოთ შე­თან­ხმე­ბა? მე ვუ­თხა­რი: „ცოტა და­გაგ­ვი­ან­დათ“, – გა­ნა­ცხა­და ტრამპმა და დას­ძი­ნა : „ახლა ჩვენ უფრო მე­ტად გვინ­და ბრძო­ლა, ვიდ­რე მათ“.

  • მისი მტკი­ცე­ბით, აშშ და ის­რა­ე­ლის „მტრის სრულ გა­ნად­გუ­რე­ბას გრა­ფიკ­ზე გა­ცი­ლე­ბით ადრე“ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

„ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი, შე­სა­ნიშ­ნავ ის­რა­ე­ლელ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, აგ­რძე­ლე­ბენ მტრის სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბას გრა­ფიკ­ზე გა­ცი­ლე­ბით ადრე და ისეთ დო­ნე­ზე, რაც ხალ­ხს აქამ­დე არას­დროს უნა­ხავს. ყო­ველ სა­ათ­ში უფრო მეტ ირა­ნულ რა­კე­ტებ­სა და დრო­ნებს ვა­ნად­გუ­რებთ, ისე ვა­ნად­გუ­რებთ მათ, რო­გორც არა­ვის ეგო­ნა“, -აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

მისი მტკი­ცე­ბით, ირან­მა, და­ახ­ლო­ე­ბით, რა­კე­ტე­ბის 60% და გამ­შვე­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის 64% და­კარ­გა.

„მათი სა­ზღვაო ფლო­ტი აღარ არ­სე­ბობს, სამ დღე­ში 24 გემი, ეს ძა­ლი­ან ბევ­რი გე­მია. მათი ჰა­ერ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ია­რა­ღი აღარ არ­სე­ბობს, ამი­ტომ მათ არ ჰყავთ სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბი, არ აქვთ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა. აღარ აქვთ თვითმფრი­ნა­ვე­ბი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. რა­კე­ტე­ბი აღარ აქვთ, გამ­შვე­ბი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი აღარ აქვთ, შე­სა­ბა­მი­სად, და­ახ­ლო­ე­ბით 60% და 64%“, – აღ­ნიშ­ნა ტრამ­პა.

გაზიარება: