ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

რა მდგომარეობაშია ქალი, რომელიც აჭარაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დაშავდა?

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აჭა­რა­ში, ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შა­რა­ბი­ძე­ებ­ში სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით 80-მდე ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

“ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­შავ­და 68 წლის ქალი, რო­მე­ლიც ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ის, ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის დე­დაა.

კლი­ნი­კა “ბა­უ­ში”, სა­დაც 68 წლის ქალი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლია მო­თავ­სე­ბუ­ლი აცხა­დე­ბენ, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. 68 წლის ქალს ფე­ხის არე­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ნის მსხვრე­ვის შე­დე­გად აქვს და­ზი­ა­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. კლი­ნი­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­ბა­ტონს შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა გა­ე­წია და კლი­ნი­კა უკვე და­ტო­ვა.

ქალ­ბა­ტო­ნი დღეს დი­ლით შე­მო­იყ­ვა­ნეს. დაჭ­რი­ლი არ არის. გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხურ­ში ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა, ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ნის შე­დე­გად და­ზი­ან­და, მას და­უ­მუ­შავ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, დღეს დი­ლით შე­მო­იყ­ვა­ნეს. ამ დრო­ი­სათ­ვის, კლი­ნი­კა­ში არ იმ­ყო­ფე­ბა”,- აცხა­დე­ბენ კლი­ნი­კა­ში

გაზიარება:

მსგავსი სტატიები