ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

აშშ-ში, სკოლის მოსწავლეების “ბოროტ” ხუმრობას მასწავლებელი ემსხვერპლა – დაკავებულია ერთი მოსწავლე: ტრაგედიის დეტალები

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

აშშ-ში, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის “ბო­რო­ტი” ხუმ­რო­ბის შე­დე­გად, მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ი­ღუ­პა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ხუმ­რო­ბა სკო­ლა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად გა­მარ­თუ­ლი “უმ­ცრო­სე­ბი­სა და უფ­როსკლა­სე­ლე­ბის ომის“ ნა­წი­ლი იყო – წე­სე­ბის მი­ხედ­ვით, მოს­წავ­ლე­ე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად ირ­ჩე­ვენ მას­წავ­ლებ­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს და მას ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დე­ბით ფა­რა­ვენ.

40 წლის ჯე­ი­სონ ჰი­უ­ზის სახ­ლი ხუმ­რო­ბე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე იყო.

  • ჰო­ლის ოლ­ქის შე­რი­ფის ოფი­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰი­უ­ზი მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­სახ­ვედ­რად სახ­ლი­დან გა­მო­ვი­და, რა დრო­საც წა­ბორ­ძიკ­და და გზა­ზე და­ე­ცა. ერთ-ერ­თმა მოს­წავ­ლემ კი შემ­თხვე­ვით მან­ქა­ნით გა­და­უ­ა­რა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უბე­დურ შემ­თხვე­ვამ­დე ცოტა ხნით ადრე, სკო­ლამ გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ბავ­შვებს ხუმ­რო­ბის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­და:

“გვეს­მის, რომ გა­მო­საშ­ვე­ბი სა­ღა­მო ზე­ი­მი­სა და და­უ­ვი­წყა­რი მო­გო­ნე­ბე­ბის შექ­მნის დროა, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ხაზი გა­ვუს­ვათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­ა­ნი ქცე­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბას და სხვე­ბი­სა და მათი ქო­ნე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას.

მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა მოს­წავ­ლეს, თავი შე­ი­კა­ვონ ნე­ბის­მი­ე­რი ისე­თი ქმე­დე­ბის­გან, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს სკო­ლა ან კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა. მსგავ­სი საქ­ცი­ე­ლი არა მხო­ლოდ უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა მო­ნა­წი­ლე პი­რებ­ზე, არა­მედ ზი­ანს აყე­ნებს ჩვე­ნი სკო­ლე­ბის, ოჯა­ხე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­პუ­ტა­ცი­ას,“ – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ჯე­ი­სონ ჰი­უ­ზის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით პო­ლი­ცი­ამ ერთი მოს­წავ­ლე და­ა­კა­ვა. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას სა­მი­დან თხუთ­მეტ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები