ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

კლინიკის საპირფარეშოში მშობიარობა – ახალშობილი მძიმე მდგომარეობაშია, დაწყებულია გამოძიება

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

იმედინიუსის ინფორმაციით, 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გამთენიისას, ამავე კლინიკის სანიტარმა, კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა. ახალშობილს ყელის და სახის არეში აღენიშნებოდა რბილი ქსოვილების დაზიანებები, რის შემდეგაც მოათავსა პოლიეთილენის პარკში და აპირებდა მის მოშორებას.

აღნიშნული ქალბატონი ახალშობილთან ერთად დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა ამავე კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ჩვენი უნფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში.

როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქ/პუნქტებით.

გაზიარება: