ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“ბუსა ჟვანია ოფიციალურად ქვეყნიდან გასული არ არის” – კვარაცხელიას საქმის პროკურორი

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით, ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, გია შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ ბუსა ჟვა­ნი­ას ოფი­ცი­ა­ლუ­რად ქვეყ­ნი­დან არ არის გა­სუ­ლი.

ამის შე­სა­ხებ მან “ფორ­მუ­ლას” ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, არის თუ არა მათ­თვის ცნო­ბი­ლი ჟვა­ნი­ას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, ამ­ბობს, რომ “არა”.

“ბუსა ჟვა­ნია ოფი­ცი­ა­ლუ­რად ქვეყ­ნი­დან გა­სუ­ლი არ არის და მე არ ვიცი სად არის” – ამ­ბობს პრო­კუ­რო­რი.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით, ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ბრალ­დე­ბულ, ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნი­ას და­უს­წრებ­ლად შე­ე­ფარ­და პა­ტიმ­რო­ბა.

გია შა­იშ­მე­ლაშ­ვილ­მა პრო­ცე­სის შემ­დეგ თქვა, რომ ბუსა ჟვა­ნია და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის პე­რი­ოდ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, იგი ახა­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იყო სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, რო­დე­საც, ბრალ­დე­ბის ვერ­სი­ით, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი და­გეგ­მა — “ზა­ფხულ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა, სექ­ტემ­ბერ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და­ა­ორ­გა­ნი­ზა”.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ებ­მა ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვა მათ მე­გო­ბარს ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ას გა­ან­დეს და შე­თან­ხმდნენ მო­ეხ­დი­ნათ ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ამ და­ი­წყო და­ნა­შა­უ­ლის ამსრუ­ლებ­ლის მო­ძი­ე­ბა, რა მიზ­ნი­თაც იგი მის ნაც­ნო­ბებს ალე­კო ჭე­ლი­ძეს და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, შეს­თა­ვა­ზა მათ ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბის შეკ­ვე­თით მო­ეხ­დი­ნათ ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას ჯგუ­ფუ­რი მკვლე­ლო­ბა, რა­ზე­დაც ისი­ნი და­თან­ხმდნენ. ალე­კო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ას ორ­გა­ნი­ზე­ბით, 2021 წლის ივ­ლის­სა და აგ­ვის­ტო­ში სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ემ­გზავრნენ ამა­ვე ქვე­ყა­ნა­ში მყო­ფი მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თებ­თან გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ებ­თან შე­სახ­ვედ­რად, სა­დაც ისი­ნი მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბელ მი­თი­თე­ბებს გას­ცემ­დნენ.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის” – რა განმარტება კეთდება ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ?
March 6, 2026
საზოგადოება
ირანის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ომის დასასრულებლად – „ევრონიუსი“
March 4, 2026
საზოგადოება
უმძიმესი დანაშაული თბილისში – დედა 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ყინვებში
February 28, 2026
საზოგადოება
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
February 22, 2026