ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

წყლით დაფარული სახლები და დამანგრეველი ქარიშხლის მძიმე შედეგები – ევროპა უამინდობას ებრძვის: რომელ ქვეყნებშია ყველაზე რთული ვითარება (ფოტოები)

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ევ­რო­პა კი­დევ ერთი და­მან­გრე­ვე­ლი ქა­რიშ­ხლის შე­დე­გებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად ემ­ზა­დე­ბა, რო­გორ მო­სა­ლოდ­ნე­ლია “უპ­რე­ცე­დენ­ტო” წყალ­დი­დო­ბე­ბი და ძლი­ე­რი ქა­რე­ბი, პირ­ველ რიგ­ში და­სას­ვე­ნე­ბელ კუ­რორ­ტებს და­ა­ზა­რა­ლებს.

ოთხშა­ბათს და­სავ­ლე­თი­დან მო­სუ­ლი ქა­რიშ­ხა­ლი “პედ­რო“ სა­ღა­მოს­თვის უკვე და­ა­ტყდა თავს საფ­რან­გეთს და თან უხვი ნა­ლე­ქი მო­ი­ტა­ნა.

  • მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ “პედ­როს“ “უკი­დუ­რე­სად არას­ტა­ბი­ლუ­რი“ ამინ­დის პი­რო­ბებ­ში კი­დევ უფრო ძლი­ე­რი წვი­მე­ბი მოჰ­ყვე­ბა.

საფ­რან­გეთ­ში ზე­დი­ზედ 35 დღე იწ­ვი­მა, რი­თაც 1959 წლის შემ­დეგ ნა­ლე­ქის ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი სე­რი­ის რე­კორ­დი მო­იხ­სნა.

სა­ნამ “პედ­რო” ქვე­ყა­ნას კვეთს, საფ­რან­გე­თის ოთხ რე­გი­ონ­ში, შა­რანტ-მა­რი­ტი­მი, ჟი­რონ­დი, ლოტ-ე-გა­რო­ნი და მენ-ე-ლუ­ა­რი, წყალ­დი­დო­ბის გამო წი­თე­ლი გან­გა­შის დო­ნეა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ხოლო კი­დევ 21 რე­გი­ონ­ში ნა­რინ­ჯის­ფე­რი გან­გა­ში მოქ­მე­დებს.

სა­ნამ “პედ­რო” ქვე­ყა­ნას კვეთს, საფ­რან­გე­თის ოთხ რე­გი­ონ­ში, შა­რანტ-მა­რი­ტი­მი, ჟი­რონ­დი, ლოტ-ე-გა­რო­ნი და მენ-ე-ლუ­ა­რი, წყალ­დი­დო­ბის გამო წი­თე­ლი გან­გა­შის დო­ნეა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ხოლო კი­დევ 21 რე­გი­ონ­ში ნა­რინ­ჯის­ფე­რი გან­გა­ში მოქ­მე­დებს.

და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი სა­მამ­დე გა­ი­ზარ­და. მე­ხან­ძრე­ე­ბი ეძე­ბენ 53 წლის მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც ლუ­ა­რის მდი­ნა­რე­ში გა­უ­ჩი­ნარ­და მას შემ­დეგ, რაც მისი ნავი ჩა­ლონ-სიურ-ლუ­არ­ში წყალ­დი­დო­ბის დროს გა­დაბ­რუნ­და.

“პა­რას­კე­ვი­დან რე­გი­ო­ნებ­ში შე­და­რე­ბით მშრა­ლი ამინ­დი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა წვი­მის დას­რუ­ლე­ბა წყალ­დი­დო­ბის დას­რუ­ლე­ბას არ ნიშ­ნავს” – აცხა­დებს წყალ­დი­დო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ ლუსი შა­დურნ-ფა­სო­ნი.

გა­სულ ოთხშა­ბათს ეს­პა­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ურ­მა სა­ა­გენ­ტომ, ასე­ვე ყვი­თე­ლი გან­გა­შის დონე გა­მო­ა­ცხა­და მა­ლა­გა­ში, რო­მე­ლიც კოს­ტა-დელ-სოლს, გუ­ა­და­ლორ­სეს ხე­ო­ბა­სა და აქ­სარ­კი­ის რე­გი­ონს მო­ი­ცავს.

ქა­რე­ბის სიჩ­ქა­რემ 60 კმ/სთ მი­აღ­წია, ხოლო ზღვა­ში ტალ­ღე­ბის სი­მაღ­ლე ორ მეტრს აღ­წევ­და.

ან­და­ლუ­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პი­რო­ბე­ბი ალ­მე­რი­ის პრო­ვინ­ცი­ას ელის, სა­დაც 90 კმ/სთ-მდე სის­წრა­ფის მქო­ნე ძლი­ე­რი ქარ­ბორ­ბა­ლე­ბის გამო, უკვე გან­გა­შის ნა­რინ­ჯის­ფე­რი დო­ნეა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია.

ძლი­ე­რი ქა­რე­ბი ხუთ­შა­ბათ­საც გაგ­რძელ­დე­ბა, შემ­დეგ კი პა­რას­კევს აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ გა­და­ი­ნაც­ვლებს.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის” – რა განმარტება კეთდება ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ?
March 6, 2026
საზოგადოება
ირანის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ომის დასასრულებლად – „ევრონიუსი“
March 4, 2026
საზოგადოება
უმძიმესი დანაშაული თბილისში – დედა 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ყინვებში
February 28, 2026
საზოგადოება
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
February 22, 2026