ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

‼️ნიკო კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ფიზიკურად თუ გინდათ რომ გადავრჩე და საქმის ბოლომდე აღსრულება ერთად აღვნიშნოთ უნდა გამიგოთ, ცოტა ხანს სიტყვასაც ვერ ვიტყვი, – ამის შესახებ თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა სოციალურ ქსელში წერს.

იზა ომაძის თქმით, დღეს ყველა ტკივილი განუახლდა და ამდენი საშინელი ინფორმაციის გაძლება უჭირს.

“მე ხომ მომკლეს.” დიდი ამბავი!
აი მეც დამხვრიტეს, მაგრამ მაინც ცოცხალი ვარ, ვარ თუ არა ცოცხალი? როგორ გგონია.
დამმარხეს და მაინც მიწაზე დავდივარ. იცი რატომ? იმიტომ რომ ვერ დამაჯერეს ჩემი მოკვლის უფლება რომ ჰქონდათ. მთავარი კი ესაა.”( ოთარ ჭილაძე)
დღეს ჩემი ოჯახისთვის,  მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის 15 სექტემბერია. დიახ დღეს ყველა ტკივილი განმიახლდა, ვერ ვუძლებ ამდენ საშინელ ინფორმაციას!!!
ყველას უკლებლივ გიხდით მადლობას, განსაკუთრებით ჟურნალისტებს და ფიზიკურად თუ გინდათ რომ გადავრჩე და საქმის ბოლომდე აღსრულება ერთად აღვნიშნოთ უნდა გამიგოთ, ცოტა ხანს სიტყვასაც ვერ ვიტყვი.
ასე ზემოდან მადლიერი სახით დაგვყურებს, ჩემი ჩვენი და ყველას ნიკო!!!- წერს ომაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა – მკვლელობის დამკვეთად ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია და ძმები  – დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიას სახლში იგეგმებოდა.

საქმის მასალების მიხედვით, ბესარიონ ჟვანია მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის” – რა განმარტება კეთდება ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ?
March 6, 2026
საზოგადოება
ირანის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ომის დასასრულებლად – „ევრონიუსი“
March 4, 2026
საზოგადოება
უმძიმესი დანაშაული თბილისში – დედა 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ყინვებში
February 28, 2026
საზოგადოება
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
February 22, 2026