ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: „ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რა გზით მოვახერხოთ, რომ საქართველოში ფასები იყოს ადეკვატური“

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს. დღეს კანონმდებლები სურსათის მწარმოებელი – ხორცის, რძის და კვერცხის – კომპანიების წარმომადგენლებს უსმენენ. სხდომაზე მსჯელობენ ბაზრის სტრუქტურაზე, ფასწარმოქმნის ჯაჭვსა და სექტორის საოპერაციო პროცესებზე. კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ ღია დისკუსიის შედეგად, ყველა მხარისთვის მისაღები შედეგები იქნება მიღწეული.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პროცესში თუ იქნება რაიმე საკანონმდებლო რეგულაცია საჭირო, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამას მიიღებს.

„სამთავრობო კომისიის მუშაობისგან განსხვავებით, პარლამენტს აქვს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომ ეს იყო საჯარო, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად განხილვის საკითხი. ყველამ ერთად მოვისმინოთ და ვიყოთ ამ პროცესის მონაწილე. როგორც პარლამენტი, ისე სხვადასხვა რგოლის ბიზნესის წარმომადგენლები, ჩართულია პროცესში, იქნება ეს პროდუქტები, საწვავი თუ მედიკამენტები. მათთან ერთად განვიხილოთ, როგორ წარმოიშვა ფასები, სად არსებობს გამოწვევები, პრაქტიკის, კანონმდებლობის, მენეჯმენტის მხრივ – ნებისმიერ საკითხს ყველა ერთად მოვისმენთ. ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რა გზით უნდა მოვახერხოთ ის, რომ საქართველოში ფასები იყოს ადეკვატური. თუ იქნება რაიმე საკანონმდებლო რეგულაცია საჭირო, რა თქმა უნდა, პარლამენტი ამას გააკეთებს, თუ იქნება პრაქტიკაში რაღაც შესაცვლელი, მთავრობა გააკეთებს, თუ იქნება მეტი სოციალური პასუხისმგებლობა გამოსაჩენი, ამას ბიზნესი გააკეთებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
”თუ გინდათ ჩამქოლეთ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა…” – გიორგი უშიკიშვილმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა, გიორგისგან ამას არავინ ელოდა
October 26, 2026
საზოგადოება
❗️🔴 ნუცა თოფურია გურამ დადიანიძის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს — რა ინფორმაცია გავრცელდა ნეშტის აღმოჩენის შესახებ?ვრცლად ნახეთ კომენტარში ⬇️
October 26, 2026
საზოგადოება
🔴 „გურამ დადიანიძის ნეშტის აღმოჩენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“ — ოჯახი საზოგადოებას მიმართავს!
October 26, 2026
საზოგადოება
🔻”გურიკა მამამისმა სველი ჯინსის შარვლით სცემა”: რას ამბობს სოფო ბიბილაშვილი და რას პასუხობს გურამ დადიანიძის მამა? – ვიდეო იხილეთ კომენტარებში ⤵️
October 26, 2026