რუსთავის-ლილოს გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთ-ერთი დაღუპულის ვინაობა ცნობილია. „ინფო იმერეთის“ ცნობით, იგი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის მკვიდრი, ზაზა ვაშაყმაძეა.
ცნობისთვის, რუსთავი-ლილოს გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.