ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“კლინიკაში, სამზარეულოს ხერხიანი დანით მოხდა ორივე ხელის გადაჭრა” – ვინ არის ექიმი, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა, მისი უფლებადამცველი პირველ კომენტარს აკეთებს

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

გუშინ, ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის ფაქ­ტზე, რომ­ლის დრო­საც ექიმ­მა ქალ­მა თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ყე­ნა, შსს-მ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვას წინ უძღო­და ხან­გრძლი­ვი სა­მარ­თლებ­რი­ვი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დავა კლი­ნი­კის მე­სა­კუთ­რე­ებ­სა და მე­ნე­ჯმენტს შო­რის

ექიმი ქალი, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა ინდირა კოპალეიშვილია. როგორც მისი უფლებადამცველი, იოსებ კენჭაძე “პალიტრავიდეოსთან” ამბობს, მისი დაცვისქვეშ მყოფი მუდიმივად იმყოფებოდა შანტაჟისა და მუქარის ქვეშ.

“გუშინ,რაც მოხდა ეს იყოს აისბერგის ბოლო წვერო, თუმცა მანამდე მას წინ უძღოდა სხვა შესაძლო, სისხლის სამართლებრივი დარღვევები, დირექტორის მხრიდან. სხვა შესაძლო დარღვევებზე დღეს, ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას. ეს იყოს იმის შედეგი, რაც ხდებოდა მანმადე,” – ამბობს ადვოკატი.

გაზიარება: