ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ხარკოვში რუსულმა დრონმა ქალი და 10 წლის ბიჭი მოკლა

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

უკრაინის ხარკოვის ოლქში რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებული დარტყმის შედეგად ქალი და ბავშვი დაიღუპნენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულებიც.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ოკუპანტებმა ქალაქ ბოგოდუხოვში კერძო სექტორს დრონებით შეუტიეს. ერთ-ერთი საცხოვრებელი შენობა მთლიანად განადგურდა.

„ნანგრევებიდან ორი დაღუპულის, ქალის და 10 წლის ბიჭის ცხედარი ამოიყვანეს. კიდევ სამი ადამიანი დაშავდა“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.

„ნანგრევებიდან ორი დაღუპულის, ქალის და 10 წლის ბიჭის ცხედარი ამოიყვანეს. კიდევ სამი ადამიანი დაშავდა“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.

ამასთან, დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ განჟამ, განაცხადა, რომ რუსების მიერ სინელნიკოვსკის რაიონის ქალაქ შახტიორსკიში დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის 13 წლის გოგონა.

გაზიარება: