ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

„თუ ვინმე იტყვის, ეკლესიური ვარო, უკვე იცი, რომ მისგან თავი შორს უნდა დაიჭირო“ – პეტრე კოლხი

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ამერიკაში მცხოვრები პეტრე კვარაცხელია (კოლხი), რომელსაც სინოდალურმა კომისიამ მღვდელმოქმედება შეუჩერა, სოციალურ ქსელში ქართული ეკლესიის მესვეურებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისინი ნებისმიერ მტერზე მეტად აზარალებენ ქრისტიანულ სარწმუნოებას.

„ილუზიამ მიჩვევა იცის, გაჯერებს, რომ ნამდვილია და მერე ისე გიჭირს სიმართლის დანახვა, სიძულვილი და აგრესია გიპყრობს…

ეკლესიამ ზღაპრებში აცხოვრა ერი, ნამდვილ რელიგიას ააცდინა და ისეთი გამოგონილი წარმოდგენებით გამოუტენა ტვინი, მართალი ადამიანების დანახვა ისე აგიჟებთ, ნება რომ მისცე, ქვევით ჩაქოლავენ…

ქრისტიანობას ისე ვერავინ აზარალებს, როგორც ის ხალხი, ვისაც წარმოდგენა არ გააჩნია, რა არის ქრისტეს მოძღვრება და იბრალებს, რომ ქრისტიანია…

ასეთი შიზოიდები და ავადმყოფები საეკლესიო იერარქიამ მის მთავარ ძალად გამოიყენა და ბრძოლის წინა ხაზზე განალაგა… ჯოხებით, ქვებით და ათასი იარაღით აღჭურვილები, რომ ყველას დაუპირისპირდეს, ვინც მასებივით არ ფიქრობს და აზროვნებს…

ასე ჩამოყალიბდა დამახინჯებული რწმენა-წარმოდგენები…

აგრესია, ძალადობა, გინება, ცემა და განსხვავებულის მიუღებლობა-რწმენად მოინათლა, ჰუმანიზმი, მხარში დგომა, თავისუფალი აზროვნება, განვითარება-გარყვნილებად…

ყველა ბოროტების სათავე-გულღრძო, შურიანი, ბნელი სამღვდელოების კრებულია…

მთავრობები, პარტიები ადვილად შეიცვლება, ქრისტეს სახელს ამოფარებული მოძალადეები ყველაზე საშიშები არიან…

მათ იმდენი შეძლეს, თუ ვინმე იტყვის ეკლესიური ვარო, უკვე იცი, რომ თავი შორს უნდა დაიჭირო და განერიდო!“ – წერს პეტრე კოლხი.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
„ეს კრემის რეკლამას კი არა, პორნოგრაფიას უფრო ჰგავს“ — გარდაცვლილი შვილის დედის მიმართ კრიტიკა არ წყდება!
October 26, 2026
საზოგადოება
”თუ გინდათ ჩამქოლეთ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა…” – გიორგი უშიკიშვილმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა, გიორგისგან ამას არავინ ელოდა
October 26, 2026
საზოგადოება
❗️🔴 ნუცა თოფურია გურამ დადიანიძის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს — რა ინფორმაცია გავრცელდა ნეშტის აღმოჩენის შესახებ?ვრცლად ნახეთ კომენტარში ⬇️
October 26, 2026
საზოგადოება
🔴 „გურამ დადიანიძის ნეშტის აღმოჩენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“ — ოჯახი საზოგადოებას მიმართავს!
October 26, 2026