ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

დაიწყო მისამართების შემოწმება – მნიშვნელოვანი გაფრთხილება იტალიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ქართველი ჟურნალისტი და ემიგრანტების აქტიური მხარდამჭერი, ხათუნა შარაძე, იტალიიდან უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ავრცელებს. ქალაქ პრატოში (Prato) პოლიციამ დაიწყო მასშტაბური რეიდები იმ მისამართების გადასამოწმებლად, რომლებიც მითითებულია permesso di soggiorno-ს განაცხადებში.

„იტალიაში გამკაცრდა საცხოვრებელი მისამართების კონტროლი permesso di soggiorno-ზე

ქალაქ Prato-ში დაიწყო აქტიური შემოწმებები იმ მისამართებზე, რომლებიც მითითებულია permesso di soggiorno-ს განაცხადებში. პოლიცია ადგილზე ამოწმებს  ნამდვილად ცხოვრობს თუ არა ადამიანი აღნიშნულ domicilio-ზე ან residenza-ზე.

ადგილობრივი Questura di Prato-ს ინფორმაციით, უკვე 200-ზე მეტი საქმე შემოწმდა და თითქმის ნახევარი განაცხადი გადავიდა ხელახალ შეფასებაზე. მიზეზი ძირითადად ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეუსაბამობაა.

დღეს უკვე „ფორმალური მისამართი საბუთებისთვის“ სერიოზულ რისკად იქცა:
თუ ინსპექტორი ადგილზე ვერ გიპოვით, საქმე შეიძლება შეჩერდეს და პროცედურა საგრძნობლად გაიწელოს.

ეს მნიშვნელოვანი სიგნალია ყველა ემიგრანტისთვის: domicilio / ospitalità აღარ არის მეორეხარისხოვანი დეტალი.

AprioriTV-ს კითხვა პრატოში მცხოვრებ ქართველებს:

გქონიათ თუ არა შემთხვევა, როცა permesso-ს მიღება ან განახლება დაგიგვიანდათ მხოლოდ მისამართის გამო?
მოვიდნენ თუ არა თქვენს საცხოვრებელზე შემოწმებაზე?

მოგვწერეთ კომენტარში ან პირად შეტყობინებაში  თქვენი გამოცდილება სხვებისთვისაც გადამწყვეტი შეიძლება გახდეს.

გააზიარეთ პოსტი – „ინფორმირებული ემიგრანტი ნიშნავს ინტეგრირებულ ემიგრანტს“, – წერს ხათუნა შარაძე. 

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
„ეს კრემის რეკლამას კი არა, პორნოგრაფიას უფრო ჰგავს“ — გარდაცვლილი შვილის დედის მიმართ კრიტიკა არ წყდება!
October 26, 2026
საზოგადოება
”თუ გინდათ ჩამქოლეთ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა…” – გიორგი უშიკიშვილმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა, გიორგისგან ამას არავინ ელოდა
October 26, 2026
საზოგადოება
❗️🔴 ნუცა თოფურია გურამ დადიანიძის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს — რა ინფორმაცია გავრცელდა ნეშტის აღმოჩენის შესახებ?ვრცლად ნახეთ კომენტარში ⬇️
October 26, 2026
საზოგადოება
🔴 „გურამ დადიანიძის ნეშტის აღმოჩენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“ — ოჯახი საზოგადოებას მიმართავს!
October 26, 2026