ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

“მთვრალი მართავდა საჭეს…“ – მძიმე ავარიის ახალი დეტალები, რომელსაც 16 წლის გოგო ემსხვერპლა

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია – 1992 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული მსუბუქი ავტომობილით შეეჯახა ქვეითად მოსიარულე – 2007 წელს დაბადებულ ა.კ.-ს. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.კ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი ცხელ კვალზე დააკავეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ.

გაზიარება: