ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

500 ათასი ადამიანი “ჩრდილიდან სინათლეში” – ესპანეთის ახალი მიგრაციული რეფორმა

wpadmin • • კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ესპანეთი ისტორიულ ნაბიჯს დგამს და 500.000 მიგრანტზე საბუთებს გასცემს: “რასიზმს უფლებებით ვპასუხობთ”.

ესპანეთი ევროკავშირის პროგრესული რეფორმების სათავეში დგება და იწყებს ქვეყანაში საბუთების გარეშე მცხოვრები და მომუშავე დაახლოებით 500,000 მიგრანტის ლეგალიზაციის პროცესს. სოციალისტებისა და “Sumar“-ის კოალიციური მთავრობა პრაქტიკაში ამტკიცებს, რომ ქსენოფობიისა და რასიზმის პასუხი არა რეპრესია, არამედ უფლებების დაცვა და სოციალური ხილვადობაა.

რეფორმა, რომელიც ცვლის რეალობას

ახალი საკანონმდებლო ჩარჩო მიზნად ისახავს ბინადრობისა და მუშაობის ნებართვების გაცემის ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებას. მიგრაციის მინისტრის განცხადებით, ეს რეფორმა არა მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხია, არამედ ეკონომიკური ლოგიკაც. ეს ადამიანები გამოდიან “ჩრდილიდან“ და იღებენ წვდომას ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ დაზღვევაზე. მათი შრომის ლეგალიზაცია სადაზღვევო შენატანების მეშვეობით მნიშვნელოვნად გაზრდის სახელმწიფო შემოსავლებს, დაასრულებს არალეგალურ დასაქმებასა და დამსაქმებელთა თვითნებობას.

პასუხი ულტა-მემარჯვენეებს

ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ დროს, როდესაც ულტა-მემარჯვენე პარტია „Vox“ და კონსერვატიული ძალები ანტიმიგრაციულ დღის წესრიგს ამწვავებენ. თუმცა, პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი მყარად დგას თავის პოზიციაზე, რომ ესპანეთს სჭირდება მიგრანტები კეთილდღეობის სახელმწიფოსა და დემოგრაფიული ბალანსის შესანარჩუნებლად. “რასიზმსა და შიშს სამართლიანობითა და უფლებებით ვებრძვით“, – აღნიშნავენ სამთავრობო წყაროები.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
„ეს კრემის რეკლამას კი არა, პორნოგრაფიას უფრო ჰგავს“ — გარდაცვლილი შვილის დედის მიმართ კრიტიკა არ წყდება!
October 26, 2026
საზოგადოება
”თუ გინდათ ჩამქოლეთ, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა ვთქვა…” – გიორგი უშიკიშვილმა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა, გიორგისგან ამას არავინ ელოდა
October 26, 2026
საზოგადოება
❗️🔴 ნუცა თოფურია გურამ დადიანიძის საქმეზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს — რა ინფორმაცია გავრცელდა ნეშტის აღმოჩენის შესახებ?ვრცლად ნახეთ კომენტარში ⬇️
October 26, 2026
საზოგადოება
🔴 „გურამ დადიანიძის ნეშტის აღმოჩენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“ — ოჯახი საზოგადოებას მიმართავს!
October 26, 2026