ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა – რამდენით მოიმატა ფასმა

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

თბი­ლი­სი­დან და­სავ­ლე­თის ზო­გი­ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე მგზავ­რო­ბა გაძ­ვირ­და.

კერ­ძოდ, სა­ფა­სურ­მა 3 ლა­რით მო­ი­მა­ტა ხა­შუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

  • რო­გორც “ბიზ­ნესპრე­ნი­უსს” ავ­ტო­სად­გურ “დი­დუ­ბის” დი­რექ­ტორ­მა ნეს­ტორ მი­ქა­ტა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ფა­სე­ბის ზრდა მო­სა­ლოდ­ნე­ლია სხვა მარ­შრუ­ტებ­ზეც.

რამდენიმე დღეა, ფასი გაიზარდა ხაშურის მიმართულებით. ეს მოხდა მძღოლების მოთხოვნიდან გამომდინარე. უშუალოდ მგზავრთგადამყვანების მოთხოვნა იყო ასეთი. 7 ლარი ღირდა 10 გახდა.

თურმე, იქიდან მომავალმა ტრანსპორტმა, იანვრის დასაწყისიდან გაზარდა ფასები. ამის შემდეგ სთხოვდნენ ჩვენს დისპეჩერსაც მძღოლები. განცხადებითაც მოგვმართეს, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავს ვიკავებდით, სხვები არ იზრდება-მეთქი, ამ არგუმენტს ვეუბნებოდით. თუმცა, ახლა უკვე სხვებიც საუბრობენ გაძვირებაზე.

მძღოლების მხრიდან მოთხოვნა არის სხვა მიმართულებებზეც, მაგრამ სანამ ოფიციალურად არ მოგვმართავენ, სანამ განცხადებას არ დაწერენ და ხელს არ მოაწერს ყველა, მანამ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ხაშურზე ერთობლივად რომ მოგვმართეს, წინააღმდეგი ვეღარ წავედით.

კონკრეტულად რაც შემიძლია დაგისახელოთ, კიდევ საუბარია, წყალტუბოზე. ქუთაისიც 20 ლარი ღირს და წყალტუბოც, ამიტომ აპირებენ მომატებას. თუმცა, ჯერ-ჯერობით ჩემთვის ოფიციალურად არ მოუმართავთ.

ხაშურზეც მინდა გითხრათ, რომ კარგა ხანს „ვიჭერდით“ ფასებს. ვეუბნებოდით, დაკარგავთ კლიენტებს, მაგრამ როცა ყველგან გაიზარდა ფასები, ჩვენს შემოგარენში, ვერაფერი ვეღარ გავაკეთეთ. მხოლოდ ჩვენი ავტოსადგურიდან ხომ არ დადის ეს მიმართულება?! ყველამ რომ გააძვირა, ბოლო ვიყავით ჩვენ, ვინც დავთანხმდით ფასის მატებას. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ განვიხილეთ და დავაკმაყოფილეთ“, – განაცხადა ნესტორ მიქატაძემ.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის” – რა განმარტება კეთდება ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ?
March 6, 2026
საზოგადოება
ირანის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ომის დასასრულებლად – „ევრონიუსი“
March 4, 2026
საზოგადოება
უმძიმესი დანაშაული თბილისში – დედა 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ყინვებში
February 28, 2026
საზოგადოება
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
February 22, 2026