ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

გაუჩინარდა ტურისტული ვერტმფრენი, რომელშიც 3 ადამიანი იმყოფებოდა

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ია­პო­ნი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ ვულ­კან, ასოს მთას­თან ახ­ლოს, ტუ­რის­ტუ­ლი ვერ­ტმფრე­ნი გა­უ­ჩი­ნარ­და. გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბორტზე 3 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და.

პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვითმფრი­ნა­ვი სამ­შა­ბათს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 10:52 სა­ათ­ზე “ასო სი­ტის” ზო­ო­პარ­კი­დან აფ­რინ­და, თუმ­ცა უკან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. სა­მაშ­ვე­ლო-სამ­ძებ­რო ვერ­ტმფრენ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 16:00 სა­ათ­ზე ასოს ხუთი მწვერ­ვა­ლი­დან ერთ-ერ­თის, ნა­კა­და­კეს კრა­ტერ­ში თვითმფრი­ნა­ვის მსგავ­სი ობი­ექ­ტი შე­ნიშ­ნა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჯერ არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია, იყო თუ არა ეს და­კარ­გუ­ლი ვერ­ტმფრე­ნი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ვერ­ტმფრე­ნის 64 წლის პი­ლო­ტი 40 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ვე­ტე­რა­ნი იყო. მისი მგზავ­რე­ბი ტა­ი­ვა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი და ქალი იყ­ვნენ.

სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დღეს დი­ლით გა­ნახ­ლდა.

ასოს მთის ვულ­კა­ნუ­რი ლან­დშაფ­ტი ია­პო­ნი­ის სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე კუ­მა­მო­ტოს პრე­ფექ­ტუ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბაა. ვულ­კა­ნი ბო­ლოს 2021 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ამო­იფ­რქვა.

გაზიარება: