ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება პედაგოგებსაც აეკრძალებათ

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა პე­და­გო­გე­ბის­თვი­საც არ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

შე­სა­ბა­მის ცვლი­ლე­ბას ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი რე­ფორ­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ­ლის ძა­ლა­ში შეს­ვლაც 2026-2027 სას­წავ­ლო წელს იგეგ­მე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი­სას მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­ზღუდ­ვით, პე­და­გო­გებ­მა მოს­წავ­ლე­ებს პი­რა­დი მა­გა­ლი­თი უნდა მის­ცენ.

„ის, რომ პე­და­გო­გი მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს გაკ­ვე­თი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას შე­სა­ბა­მის შემ­ნახ­ველ ყუთ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბის ტე­ლე­ფო­ნებ­თან ერ­თად მო­ა­თავ­სებს, ეს იქ­ნე­ბა მა­გა­ლი­თი მათ­თვის. ამას მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის არ აქვს აკ­რძალ­ვის ხა­სი­ა­თი. ეს არის უბ­რა­ლოდ პი­რა­დი მა­გა­ლი­თის მი­ცე­მა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის. თუმ­ცა რო­გო­რი იქ­ნე­ბა ზუს­ტად რე­გუ­ლა­ცია, ამ წუ­თას წესი შედ­გე­ნი­ლი არ არის, ვმუ­შა­ობთ. მაგ­რამ ში­ნა­არ­სი არის ის, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­გა­ლი­თი გახ­დეს ბავ­შვის­თვის“, – გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში.

გაზიარება:

მსგავსი სტატიები

საზოგადოება
“საქართველოს ყველა მოქალაქე ევროკავშირის საზღვრების გადაკვეთისას გაძლიერებულ შემოწმებას გაივლის” – რა განმარტება კეთდება ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შემდეგ?
March 6, 2026
საზოგადოება
ირანის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ომის დასასრულებლად – „ევრონიუსი“
March 4, 2026
საზოგადოება
უმძიმესი დანაშაული თბილისში – დედა 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ყინვებში
February 28, 2026
საზოგადოება
ლოცვა, რომელიც მიტევების კვირას უნდა წავიკითხოთ
February 22, 2026