🔻 თელავში ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 15 წლის გოგოს დაეჯახა | ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მაშინ მოხდა, როცა მოზარდი გზაზე გადასვლას ცდილობდა.
🔴 დაშავებულს ბარძაყის ძვალი აქვს გატეხილი და ის ოპერაციას საჭიროებს. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმები ამბობენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.
🔴 გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.