მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა დღეს მოხდა. 38 წლის ქალი საკუთარი სახლის სააბაზანოში ნახშიროჟანგით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.