ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ნაფიცებმა განაჩენი გამოუტანეს ყაზბეგში, გასული წლის აპრილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

გო­რის ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ორი ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

“ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნი­ეს, რომ 2025 წლის 20 აპ­რილს, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მომ­ხდა­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, ჯგუ­ფუ­რად, და­ნის და მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, და­ზა­რა­ლე­ბულს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რეს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „ი“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად).

ნა­ფიც მსა­ჯულ­თა მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი ვერ­დიქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლომ ორი­ვე ბრალ­დე­ბულს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 17-17 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, 20 აპ­რილს, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გვე­ლეთ­ში სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 47 წლის გია ხა­ი­კაშ­ვილს და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 22 აპ­რილს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვეს – ნიკა ქუ­შაშ­ვი­ლი და პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვი­ლი.

გაზიარება: