ჩვენი ექსპრეს-სიახლეები

ტრაგედია მარნეულში: გზის გაყვანის სამუშაოების დროს მამაკაცს რკინის მილი დაეცა და გარდაიცვალა – დაკავებულია ერთი პირი

wpadmin კითხვის დრო: ~4 წთ
AD 728×90

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვის ბრალ­დე­ბით, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია, 1965 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ზ. და­ა­კა­ვეს.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მარ­ნე­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ბრალ­დე­ბუ­ლი მძი­მე ტექ­ნი­კით გზის გაყ­ვა­ნით სა­მუ­შა­ო­ებს არ­სუ­ლებ­და, რა დრო­საც რკი­ნის მილი – 1958 წელს და­ბა­დე­ბულ რ.მ.-ს და­ე­ცა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად რ.მ. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად თ.ზ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 240-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 5 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გაზიარება: