რუსთავში, 4 ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში ნახეს. “ინფო რუსთავის” ცნობით, ძველ რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ახალგაზრდები ცუდად გახდნენ და გონება დაკარგეს.
მისამართზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ახალგაზრდებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, რის შემდეგაც მალევე მოვიდნენ გონზე და მათი კლინიკაში გადაყვანა საჭირო აღარ გახდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.