ლეგენდარული ფრანგი მსახიობი, ბრიჟიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიჟიტ ბარდოს ფონდი ავრცელებს.
ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ბარდოს გარდაცვალების დრო, ადგილი და მიზეზი დაკონკრეტებული არ არის.
“ბრიჟიტ ბარდოს ფონდი უდიდესი მწუხარებით აცხადებს თავისი დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ქალბატონი ბრიჟიტ ბარდოს გარდაცვალებას – მსოფლიოში ცნობილი მსახიობისა და მომღერლის, რომელმაც უარი თქვა თავის პრესტიჟულ კარიერაზე, რათა მთელი ცხოვრება და ენერგია ცხოველთა კეთილდღეობასა და საკუთარი ფონდის საქმიანობისთვის მიეძღვნა” – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.